ქართველი ფეხბურთელები ირლანდიის დედაქალაქში პირველ ვარჯიშს რამდენიმე საათში ჩაატარებენ.
ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი ირლანდიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის 7 სექტემბერს, 22.45 საათზე გაიმართება. შეხვედრა დუბლინის, ავივას სტადიონზე შედგება.
მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.
შეგახსენებთ, რომ 4 სექტემბერს საქართველომ შოტლანდიას ანგარიშით 1:0 სძლია.
ასევე იხილეთ:
საქართველო-შოტლანდია 1:0 - თითქმის ისევე, როგორც 8 წლის წინ [VIDEO+PHOTO]