გთავაზობთ ამ მატჩთან დაკავშირებით მოწინავე ირლანდიური გამოცემებისა და საერთაშორისო ვებსაიტების მცირე მიმოხილვას.
Irish Mirror:
"ჯეფ ჰენდრიკსის ჯადოქრობის მომენტმა, რომელიც ჯონ უოლტერსის გოლით დასრულდა, ირლანდიას გამარჯვება მოუტანა"."ჯეფ ჰენდრიკსის ფენომენურმა დრიბლინგმა და საგოლე პასმა "ავივაზე" ყველაფერი შეცვალა. "დერბი ქაუნთის" ფეხბურთელი ფლანგზე დრიბლინგით ორ ქართველ მცველს გასცდა და სანამ ჩააწოდებდა უოლტერსისთვის, კიდევ ერთი მცველიც მოატყუა. კარგი იყო უოლტერსიც, რომელმაც გიბრალტართან
გამოცემამ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად სიმუს კოულმენი დაასახელა 8 ბალით: "მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი დაბრუნდა ტრავმის მერე და ძალიან ცოცხლად გამოიყურებოდა, გატანაც შეეძლო და რამდენიმე დიდებული ჩაწოდება განახორციელა".
"ხუთი რამ, რაც ირლანდია-საქართველოს მატჩისგან ვისწავლეთ: 1. ჰენდრიკსი - გმირია; 2. ორი მატჩი სამ დღეში მეტისმეტია "ბებერი" რობი კინისთვის; 3. უოლტერსმა დაამტკიცა, რომ ნაკრებში საჭირო კაცია; 4. უაზრო გაფრთხილებები შეიძლება გერმანიასთან ძვირად დაგვიჯდეს; 5. კოულმენი მაღალი კლასის ფეხბურთელია".
Irish Times:
"ირლანდიის ნაკრებში საუკეთესო მწვრთნელი იყო - ონილმა (8 ბალი) კარგად მოამზადა გუნდი მატჩისთვის და მისმა გუნდმა 1:0-ზე მეტი დაიმსახურა. არცერთი წამით დაყოვნებულა და უსარგებლო რობი კინი უმალ გამოცვალა". "ჯეფ ჰენდრიკსის გადაწყვეტილებამ, თამამად წასულიყო ქართველ მცველებზე, ირლანდიას დივიდენდები მოუტანა".
"ჯონ უოლტერსმა შეუფასებელი ღვაწლი გასწია ირლანდიის ნაკრებისთვის".
"გოლის და 2-3 საგოლე შანსის მიუხედავად, ირლანდიის ნაკრები, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში, უღიმღამოდ გამოიყურებოდა".
"პირველი ტაიმი არ იყო ისეთი, როგორსაც ირლანდიელი ფანები ელოდნენ სავარაუდო სუსტი მეტოქის წინააღმდეგ. მასპინძლებმა კარგად კი დაიწყეს, მაგრამ წააწყდნენ ქართველთა პროფესიონალერ თამაშს და პასებს. მათი ბრწყინვალე შემტევი ნახევარმცველები: ვალერი ყაზაიშვილი და თორნიკე ოქრიაშვილი ირლანდიელ მცველებს აწუხებდნენ".
"მჭედლიძის არშემდგარი დარტყმა არ იყო საქართველოს ნაკრების ერთადერთი საგოლე შანსი. მაგალითისთვის, ცენტრალურ მცველებს დიდ პრობლემებს ოქრიაშვილიც უქმნიდა".
Independent:
"ჯონ უოლტერსმა ისევ გაიბრწყინა"."წინა მატჩში შოტლანდიის დამმარცხებელმა ვალერი ყაზაიშვილმა ირლანდიის ნაკრების ნახევარდაცვაში ისე გაიარა, თითქოს, ისინი გაშეშებულები იყვნენ და საგოლე პოზიციაზე ლევან მჭედლიძე გაიყვანა".
"იყო პერიოდები, როცა თამაშის ტემპს საქართველო კარნახობდა შუაში ყაზაიშვილის, ოქრიაშვილის და კაპიტან კანკავას კომფორტული თამაშით და ბურთის ფლობით.
Sports Mole
ქართველი ფეხბურთელების შეფასებები ნუკრი რევიშვილი (7): ორივე ტაიმში რამდენიმე ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა. რევიშვილის თამაში ერთ-ერთი მიზეზია იმის, რომ უოლტერის გოლმა შვებით ამოასუნთქა ირლანდიელთა ფანები. მთლიანობაში, ქართველი მეკარის ძალიან კარგი თამაში.
უჩა ლობჟანიძე (4): მატჩის განმავლობაში ძალიან გაუჭირდა ენერგიულ ბრეიდისთან გამკლავება. გადამწყვეტი გოლის დროს ჰენდრიკსმა ძალიან იოლად ჩამოიცილა.
საბა კვირკველია (6): ხიზანიშვილთან ერთად დაცვის ცენტრში შეცდომა თითქმის არ დაუშვა, მაგრამ გოლის ეპიზოდში ნაკრებს ვერაფრით დაეხმარა.
ზურაბ ხიზანიშვილი (7): ფრანკ ლებეფს დამგვანებია ბოლო დროს და სწორედ მასავით ითამაშა. ბრწყინვალე დაცვითი თამაში ხიზანიშვილის შესრულებით.
ალეკო ამისულაშვილი (6): ბოლო წუთებზე ირლანდიელთა აშკარა მომენტი გაანეიტრალა, კარგად გაუმკლავდა შეინ ლონგს.
გიორგი ნავალოვსკი (4): შეეძლო და ვალდებულიც იყო, გოლის მომენტში უკეთესად ემოქმედა უოლტერსის წინააღმდეგ.
ჯაბა კანკავა (5): კარგი პირველი ტაიმი ჰქონდა, პერიოდულად ავიწროებდა მოწინააღმდეგეს კარგი პასებით, მაგრამ ასევე თამაში ვეღარ გააგრძელა.
გურამ კაშია (7): ბურთით დიდად ვერ ეხმარებოდა გუნდს, მაგრამ ბრწყინვალე იყო უბურთოდ თამაშში, ირლანდიელთა ორ ვიზავის, უელანსა და მაკარტის გაუმკლავდა.
ვაკო ყაზაიშვილი (4): ნახევარდაცვას ბევრი ვერ შესძინა და მალე შეცვალეს.
თორნიკე ოქრიაშვილი (6): პირველ ტაიმში აჩვენა, რატომ მიაჩნიათ საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად, მაგრამ მისი თამაში მეორე ტაიმში გაუფერულდა.
ლევან მჭედლიძე (4): გააფუჭა საქართველოს საუკეთესო შანსი მე-12 წუთზე. ბოლო ათი წუთი კი საერთოდ ვერ ითამაშა ტრავმის გამო.