საქართველოს ნაკრების დიდი ნახტომი ფიფას ახალ რეიტინგში

AutoSharing Option
პირველ ოქტომბერს ფიფას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ახალ რეიტინგში 37 პოზიციით წაიწია წინ და ამჟამად 308 ქულით 110-ე ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა სექტემბერში ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი გამართა. პირველ შეხვედრაში "ჯვაროსნებმა" "დინამო არენაზე" შოტლანდიის ნაკრები ანგარიშით 1:0 დაამარცხეს, ხოლო მეორე მატჩში სტუმრად ირლანდიასთან მინიმალური ანგარიშით წააგეს.

ასევე ცვლილებებია საუკეთესო ათეულში. ათეულის ლიდერი არ შეცვლილა და პირველ ადგილზე კვლავ არგენტინაა. ესპანეთის ნაკრები 5 პოზიციით დაწინაურდა და ამჟამად მე-6 ადგილზეა.

გთავაზობთ საუკეთესო ათეულს:

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
უაზროა მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი.უფრო პროგრესზეა ორიენტირებული ეს რეიტინგი ვიდრე რეალურ სიძლიერეზე და შედეგებზე.იმედია მალე ასეულს დავუბრუნდებით და მერე უკვე უფრო ზემოთ და ზემოთ ავიწევთ თანმიმდევრულად.გერმანიასთან ფრე რო დაგვამთავრებინა ბიჭები თავიანთ ძალას ირწმუნებდნენ და სხვა გუნდებთან მოსაგებად ეს ძაან წაგვადგებოდა.
Zviad
11:58 02-10-2015
0
An portugalias clebia araferi gauketebia, albanettan agebs saxlshi da espanetshi uscrebs?
Levani
11:18 02-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული