საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, კახა ცხადაძეს გამოძახებულთა სია ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ქართველი ფეხბურთელების კლუბებში ნაკრებიდან მიწვევები მიდის.
ამჯერად კლუბებში ნაკრებში გამოძახებაზე მიწვევა "ორჰუსის" ფორვარდს, მათე ვაწაძეს და "კრილია სოვეტოვის" მეკარეს, გიორგი ლორიას მიუვიდათ.
შეგახსენებთ, რომ ასევე მიწვევები მიიღეს ლვოვის "კარპატის" ნახევარმცველმა ბუბა დაუშვილმა და თბილისის "დინამოს" ფეხბურთელმა ოთარ კაკაბაძემ.