კახა ცხადაძეს რუსეთის სამხედრო კომისარიატში იბარებენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელ კახა ცხადაძეს რუსეთის სამხედრო კომისარიატში იძახებენ. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოსურათს რუსული საიტები ავრცელებენ.

როგორც ირკვევა, რუსეთის სამხედრო კომისარიატში ცხადაძის გამოძახების მიზეზი, სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული მონაცემების დაზუსტებაა. დოკუმენტი კი გაგზავნილია მისამართზე, სადაც ცხადაძე 2000 წლის შემდეგ აღარ ცხოვრობს. ეს ბინა, რომელიც ცხადაძემ მოსკოვის "დინამოსგან" მიიღო, 15 წლის წინ გაყიდა.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე ფეხბურთელობისას მოსკოვის "სპარტაკისა" და "დინამოს", გერმანული "აინტრახტის", ინგლისური "მანჩესტერ სიტის" ღირსებას იცავდა. მას საქართველოს ეროვნული გუნდის გარდა, სსრკ-ისა და დსთ-ის ნაკრებებშიც უთამაშია.

კახა
ცხადაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2014 წლიდანაა. ამჟამად ის ეროვნულ გუნდს ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის ამზადებს. 8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრები გიბრალტარს უმასპინძლებს, 11-ში კი სტუმრად მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
და, როდის უნდა გამოცხადდეს? ვიზის მიღებას მოასწრებს? რა გვეშველება, რომ ვერ მოესწროს?
ნოდარი
10:39 07-10-2015
0
საქართველოს მოქალაქე არაა ეს კაცი?
ზურა
12:19 07-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული