30-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირის დიდებული პასით ანგარიში მათე ვაწაძემ გახსნა.
34-ე წუთზე გიბრალტარელმა ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილმა გოლად აქცია - 2:0.
45-ე წუთზე სანდრო კობახიძის ჩაწოდებას თავურით მათე ვაწაძე გამოეხმაურა, მან დუბლი შეასრულა - 3:0.
87-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა ინდივიდუალური რეიდი საჯარიმოს მისადგომიდან შედეგიანი დარტყმით დაასრულა - 4:0.
საქართველო-გიბრალტარი
გოლები: 1:0 ვაწაძე (30), 2:0 ოქრიაშვილი (35), 3:0 ვაწაძე (45), 4:0 ყაზაიშვილი (87)
საქართველო: რევიშვილი, კაკაბაძე, კაშია, ამისულაშვილი, გრიგალავა, კანკავა (კაპ) (57. ფალავანდიშვილი), კვეკვესკირი, ოქრიაშვილი (58. ძალამიძე), ყაზაიშვილი, კობახიძე - ვაწაძე (73. ცხადაძე).
საქართველოს ნაკრები 9 მატჩიდან 9 ქულით მეხუთე ადგილზეა. შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს კახა ცხადაძის გუნდი 11 ოქტომბერს გამართავს, მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას ესტუმრება.