ევრო 2016: საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი დაამარცხა

AutoSharing Option
8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა მატჩი ითამაშა, გიბრალტარს უმასპინძლა და 4:0 მოუგო.

30-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირის დიდებული პასით ანგარიში მათე ვაწაძემ გახსნა.

34-ე წუთზე გიბრალტარელმა ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილმა გოლად აქცია - 2:0.

45-ე წუთზე სანდრო კობახიძის ჩაწოდებას თავურით მათე ვაწაძე გამოეხმაურა, მან დუბლი შეასრულა - 3:0.

87-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა ინდივიდუალური რეიდი საჯარიმოს მისადგომიდან შედეგიანი დარტყმით დაასრულა - 4:0.

საქართველო-გიბრალტარი
4:0
გოლები: 1:0 ვაწაძე (30), 2:0 ოქრიაშვილი (35), 3:0 ვაწაძე (45), 4:0 ყაზაიშვილი (87)
საქართველო: რევიშვილი, კაკაბაძე, კაშია, ამისულაშვილი, გრიგალავა, კანკავა (კაპ) (57. ფალავანდიშვილი), კვეკვესკირი, ოქრიაშვილი (58. ძალამიძე), ყაზაიშვილი, კობახიძე - ვაწაძე (73. ცხადაძე).

საქართველოს ნაკრები 9 მატჩიდან 9 ქულით მეხუთე ადგილზეა. შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს კახა ცხადაძის გუნდი 11 ოქტომბერს გამართავს, მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეს ფეხბურთი კი არა მარაზმი იყო. აშკარა უკან დახევაა ცოტათი იმედის მოცემის შემდეგ. ძალიან, ძალიან გამიტყდა გული.
zurab
21:59 08-10-2015
0
ზურაბს ვეთანხმები, დაგვახიეს ბურთი თავზე მეხანძრეებმა და საპოჟნიკებმა
tbiliseli
04:19 09-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული