ევრო 2016: საქართველოს ნაკრებმა გიბრალტარი დაამარცხა

AutoSharing Option
8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა მატჩი ითამაშა, გიბრალტარს უმასპინძლა და 4:0 მოუგო.

30-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირის დიდებული პასით ანგარიში მათე ვაწაძემ გახსნა.

34-ე წუთზე გიბრალტარელმა ხელით ითამაშა და მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილმა გოლად აქცია - 2:0.

45-ე წუთზე სანდრო კობახიძის ჩაწოდებას თავურით მათე ვაწაძე გამოეხმაურა, მან დუბლი შეასრულა - 3:0.

87-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა ინდივიდუალური რეიდი საჯარიმოს მისადგომიდან შედეგიანი დარტყმით დაასრულა - 4:0.

საქართველო-გიბრალტარი
4:0
გოლები: 1:0 ვაწაძე (30), 2:0 ოქრიაშვილი (35), 3:0 ვაწაძე (45), 4:0 ყაზაიშვილი (87)
საქართველო: რევიშვილი, კაკაბაძე, კაშია, ამისულაშვილი, გრიგალავა, კანკავა (კაპ) (57. ფალავანდიშვილი), კვეკვესკირი, ოქრიაშვილი (58. ძალამიძე), ყაზაიშვილი, კობახიძე - ვაწაძე (73. ცხადაძე).

საქართველოს ნაკრები 9 მატჩიდან 9 ქულით მეხუთე ადგილზეა. შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს კახა ცხადაძის გუნდი 11 ოქტომბერს გამართავს, მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
სდადა- გერმანიამაც 3-0 მოუგო სახლში რომ იცოდე
saterobeli
11:14 09-10-2015
0
ჯერ ერთი 4-0 დამთავრდა და არა 3-0 ბოლომდე მაინც გეყურებინა თამაშისთვის კომენტარებს რო დებ ძაან პატრიოტულს.თუ შეამჩნიეთ გადახალისებული შემადგენლობით ვითამაშეთ და რამოდენიმე პოზიციაზე სხვა ბიჭებიც გამოვცადეთ,რაც მისასალმებელია.ესეთი თამაშები ზუსტად მაგისთვისაა რომ მიეცეს საშუალება ყველას ვინც იმსახურებს.4-0 ცუდი შედეგი არაა მითუმეტეს რომ გერმანიამაც მაგ ანგარიშით მოუგო .მარტო გაკრიტიკება დიდი ვერაფერი საქმეა და იქნებ პირიქით გვერდში დავდგომოდით ბიჭებს და გაგვემხნევებინა.ბოლო 3 თამაშში 5 გავიტანეთ და მხოლოდ 1 გავუშვით მგონი ნორმალური შედეგია.კიდე უფრო მოვძლიერდებით და უფრო მაღალი დონის გუნდებსაც მოვუგებთ:ავსტრიას;უელსს ;სერბეთს და ირლანდიასაც.წარმატებები ჩვენ ეროვნულ ნაკრებს!!!
zviad
10:52 09-10-2015
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული