ქვემოთ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ.
* საქართველოს ნაკრებმა კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით პირველად მოიგო დიდი ანგარიშით.
* ეს მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო იყო შესარჩევ ციკლში: გოლებით (4), კარისკენ დარტყმებით (23), კუთხურებით (8) და პასებით (700). ბურთის ფლობის (67%) მაჩვენებელი ჩამორჩება მხოლოდ გიბრალტართან საგარეო მატჩს (68%).
* საქართველოს ნაკრებმა მატჩში 700 პასი გააკეთა, აქედან 646 ზუსტი იყო.
* ვაკო ყაზაიშვილის გოლი იყო 50-ე, მიმდინარე ციკლში გიბრალტარის ნაკრების კარში.
* თორნიკე ოქრიაშვილმა მეხუთე სანაკრებო გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ლადო დვალიშვილს გაუთანაბრდა. ნაკრების მოქმედ ფეხბურთელებს შორის, 6 გოლით გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა ლიდერობს.
* 2015 წელს საქართველოს ნაკრებმა მე-6 თამაში გამართა და მე-3 შეხვედრა მოიგო (3 წაგების წილ).
* 4 (და მეტი) გოლი საქართველოს ნაკრებმა ბოლოს 2006 წელს გაიტანა (ფარერებთან სტუმრად - 6:0).
* საქართველოს ნაკრებმა შინ 4 (და მეტი) გოლი ბოლოს 2002 წელს გაიტანა (სამხრეთ აფრიკასთან - 4:1).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"