4 გოლი და 700 პასი - საქართველო-გიბრალტარის მატჩის სტატისტიკა

AutoSharing Option
8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა მატჩი ითამაშა, გიბრალტარს უმასპინძლა და მეტოქეს ანგარიშით 4:0 მოუგო.

ქვემოთ საინტერესო სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ.

* საქართველოს ნაკრებმა კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით პირველად მოიგო დიდი ანგარიშით.

* ეს მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო იყო შესარჩევ ციკლში: გოლებით (4), კარისკენ დარტყმებით (23), კუთხურებით (8) და პასებით (700). ბურთის ფლობის (67%) მაჩვენებელი ჩამორჩება მხოლოდ გიბრალტართან საგარეო მატჩს (68%).

* საქართველოს ნაკრებმა მატჩში 700 პასი გააკეთა, აქედან 646 ზუსტი იყო.

*
საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარში 23-ჯერ დაარტყა, 10-ჯერ ზუსტად, აქედან 4 გოლი გავიდა, 9-ჯერ ბურთი ასცდა მიზანს, 4-ჯერ მცველებმა დაბლოკეს, ერთხელ კი ბურთი ხარიხას მოხვდა.

* ვაკო ყაზაიშვილის გოლი იყო 50-ე, მიმდინარე ციკლში გიბრალტარის ნაკრების კარში.

* თორნიკე ოქრიაშვილმა მეხუთე სანაკრებო გოლი გაიტანა და ამ მაჩვენებლით ლადო დვალიშვილს გაუთანაბრდა. ნაკრების მოქმედ ფეხბურთელებს შორის, 6 გოლით გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა ლიდერობს.

* 2015 წელს საქართველოს ნაკრებმა მე-6 თამაში გამართა და მე-3 შეხვედრა მოიგო (3 წაგების წილ).

* 4 (და მეტი) გოლი საქართველოს ნაკრებმა ბოლოს 2006 წელს გაიტანა (ფარერებთან სტუმრად - 6:0).

* საქართველოს ნაკრებმა შინ 4 (და მეტი) გოლი ბოლოს 2002 წელს გაიტანა (სამხრეთ აფრიკასთან - 4:1).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული