მათე ვაწაძე: მსურდა, რაც შეიძლება მეტი გამეტანა

AutoSharing Option
8 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა მატჩში გიბრალტარს ანგარიშით 4:0 მოუგო.

თამაშის დასრულების შემდეგ დუბლის ავტორმა მათე ვაწაძემ კომენტარი გააკეთა:

"ყველანი გახარებულები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სუსტი მეტოქე გვყავდა. ამ შესარჩევში შინ ბოლო მატჩს ვატარებდით და გულშემატკივრებს მოგებით დავემშვიდობეთ.

რა თქმა უნდა, მეც მსურდა, რაც შეიძლება მეტი გამეტანა. ბოლო საგოლე მომენტის გამოყენებაც შეიძლებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელი.

ვეცდები, სხვა დროს რეალიზაციის მაჩვენებელი გავზარდო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 4 /
ვეთანხმები ამერიკელს ფეხბურთელსაც მართებს დიპლომატია მეტოქეზე საუბრისას
0
ამდენი ხანი ევროპაშია და ჭკუა და ლაპარაკი ვერ ისწავლა.

რომელი ნაკრების მწვრთნელმა ან ფეხბურთელმა თქვა საქართველო სუსტი ნაკრებია.

ქართველობს თავის ჭკუაში - "წაქცეულს კარგად აჭერს ფეხს".
ამერიკელი
04:18 10-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული