მათე ვაწაძე: მსურდა, რაც შეიძლება მეტი გამეტანა

AutoSharing Option
8 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა მატჩში გიბრალტარს ანგარიშით 4:0 მოუგო.

თამაშის დასრულების შემდეგ დუბლის ავტორმა მათე ვაწაძემ კომენტარი გააკეთა:

"ყველანი გახარებულები ვართ, მიუხედავად იმისა, რომ სუსტი მეტოქე გვყავდა. ამ შესარჩევში შინ ბოლო მატჩს ვატარებდით და გულშემატკივრებს მოგებით დავემშვიდობეთ.

რა თქმა უნდა, მეც მსურდა, რაც შეიძლება მეტი გამეტანა. ბოლო საგოლე მომენტის გამოყენებაც შეიძლებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელი.

ვეცდები, სხვა დროს რეალიზაციის მაჩვენებელი გავზარდო".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"

მკითხველის კომენტარები / 4 /
მე მათეს უპირატესობას ვანიჭებ თავდასხმაში,მას დასწრებაზე ყველაზე უკეთ შეუძლია თამაში ნაკრების თავდამსხმელთაგან ის ამას დანიაშიც ამტკიცბს
bacho
14:43 09-10-2015
0
მათე არის შეუდარებელი თავის პოზიციაზე და კარგია რომ ეს მწვრთნელმაც შეამჩნია
tato
22:11 09-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული