ოთარ კაკაბაძე: გერმანიასთან თუ ვითამაშებ, გაცილებით მობილიზებული ვიქნები

AutoSharing Option
8 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა მატჩში გიბრალტარს ანგარიშით 4:0 მოუგო.

თამაშის შემდეგ კომენტარი ოთარ კაკაბაძემ გააკეთა, რომლისთვისაც შეხვედრა სადებიუტო იყო ეროვნულ გუნდში.

"მიხარია, რომ ცხადაძემ შანსი მომცა. ჩემი თამაშით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. მეტი შემეძლო და რამდენიმე კარგი მომენტიც მქონდა.

ვერ ვიტყვი, რომ ეს სანაკრებო დონეზე გადართვის შედეგი იყო. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ გიბრალტარი ჩვენი ჩემპიონატის გუნდებს სჯობდა. უბრალოდ, ნაკრებში პირველად ვითამაშე და არავის გაუკვირდება, რომ ვინერვიულე.

მაგრამ მთავარია,
ყველაფერი კარგად დასრულდა და 4:0 მოვიგეთ ისეთი მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, როგორიც გერმანიაში გველის. მე მგონია, მათთან რომ ვითამაშო, გაცილებით მობილიზებული ვიქნები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამან წაგვაგებია ჰოლანდიასთან პოლუფინალი.
0
asa და მისნაირებუ მოეშვით ლანძღვას,ამან წაგვაგებინა არა მსაჯმა წაგვაგებინა ის თამაში,იმის მაგივრად რომ ამხნევებდე ბიჭს,პირიქით ლანძღავ მას,შენ ისე გიყვრს ფეხბურთი როგორც მე რუსეთი
bacho
14:48 09-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული