გუგა ფალავანდიშვილი: ვფიქრობ, კარგად ვითამაშე და არაფერი გამიფუჭებია

AutoSharing Option
8 ოქტომბერს, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა მატჩში გიბრალტარს ანგარიშით 4:0 მოუგო.

"დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრაში გუგა ფალავანდიშვილის დებიუტი შედგა ეროვნულ გუნდში. თამაშის დასრულების შემდეგ გორის "დილას" ნახევარმცველმა კომენტარი გააკეთა:

"გახარებული ვარ მოგებით და იმით, რომ კახა ცხადაძემ ნაკრებში თამაშის შანსი მომცა.

რა თქმა უნდა, დებიუტის გამო, ცოტა ვნერვიულობდი. მაგრამ იმედია, შანსი კიდევ მომეცემა და თავს გაცილებით უკეთ წარმოვაჩენ. დღეს კი, ვფიქრობ, მთლიანობაში ურიგოდ არ მითამაშია. ყოველ შემთხვევაში, არაფერი გამიფუჭებია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული