ნიკა ძალამიძე: ჩემთვის ცოტა გაუგებარი დარჩა გულშემატკივრის რეაქცია

AutoSharing Option
8 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა მატჩში გიბრალტარს ანგარიშით 4:0 მოუგო.

თამაშის დასრულების შემდეგ ნიკა ძალამიძემ კომენტარი გააკეთა:

"ჩემთვის ცოტა გაუგებარი დარჩა გულშემატკივრის რეაქცია. 3:0-ს ვიგებდით და თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ ხალხი მეორე ტაიმში ჩვენით მაინც უკმაყოფილო იყო.

მესმის, რომ მეტი გოლის გატანას ითხოვდნენ. მაგრამ გოლიც საკმარისად გავიდა და მეტი რომ ყოფილიყო საჭირო, ამასაც მოვახერხებდით. მწვრთნელის დავალება იყო, ბურთი დაგვეჭირა და დაცვაში საიმედოდ გვეთამაშა. პირადად მე, ამ მოგებით კმაყოფილი ვარ.

დღეს
ბევრმა ფეხბურთელმა დაისვენა. ახლა გერმანიასთან შეხვედრას ველით. ბუნებრივია, მათთან განსხვავებული თამაში იქნება. ალბათ, ტაქტიკურადაც და შემადგენლობაშიც ცვლილებები იქნება".
მკითხველის კომენტარები / 12 /
მეტი გოლის გატანა კი არა ნორმაური თამაშის ნახვა გვინდოდა..
კახა
10:04 10-10-2015
0
აი სანამ ასე აზროვნებენ ჩვენი ფეხბურთელები და მწვრთნელები,მანამ არაფერი არ გვეშველება.რა დასვენებაზეა ლაპარაკი, როდესაც ნახევარი გუნდი დაასვენა და დანარჩენებმა მინდორზე დაისვენეს ???
besik61
10:34 10-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული