ზურაბ ხიზანიშვილი: შესაძლოა, მწვრთნელმა გერმანიისთვის დამასვენა

AutoSharing Option
8 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა მატჩში გიბრალტარს ანგარიშით 4:0 მოუგო.

თამაშის დასრულების შემდეგ კომენტარი ზურაბ ხიზანიშვილმა გააკეთა, რომელსაც მოედანზე გასვლის შანსი არ მისცემია:

"დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა ახალგაზრდა ფეხბურთელებს წაადგებათ, რადგან მათ სანაკრებო კარიერა ჯერ წინ აქვთ და ეროვნულ გუნდს და მის მოთხოვნებს უნდა შეეგუონ. დღეს მათ ძალიან კარგი გამოცდილება შეიძინეს.

მესმის, რომ გულშემატკივარს მეტი გოლის ნახვა სურდა, მაგრამ, როცა დებიუტანტები თამაშობენ, ისინი ყოველთვის ღელავენ. არ აქვს მნიშვნელობა, მეტოქე გიბრალტარია
თუ გერმანია.

ახლა სწორედ გერმანიასთან შეხვედრაზე ვფიქრობთ. მიმაჩნია, რომ მსოფლიოს ჩემპიონის წინააღმდეგ თამაში ყველა ფეხბურთელის სურვილია.

დღეს რატომ არ დამაყენა მწვრთნელმა, ეს არ ვიცი. შესაძლოა, გერმანიისთვის დამასვენა. მაგრამ ეს ამბავი გადაწყვეტილი ნამდვილად არ არის და არ ვიცი, ლაიპციგში ვითამაშებ თუ არა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წადით, წადით!!! შენ და ამისულაშვილი არველაძის ხო არაფერი ხართ? ახალგაზრდობაში ვერაფერი გააკეთეთ და ეხლა დააცადეთ ახალგაზრდებს, წადით და ბაჩანაც გაიყოლეთ კახიმ თუ არ გამოუშვას
llcl
18:29 09-10-2015
0
რაღაც ძალიან უჭირს ამ ადამიანს ვინმემ არ მითხრას ფეხბურთს ვერ ელევაო, კაი რა თუ კაციხარ ამხელა კარიერა ქონდა ყველა გაფასებდა, ჯერ იყო და სამტრედიაში წახვედი და გადირკული იყავი თურქეთში ხო ყველა თამაში რასაც ის გუნდი აგებდა შენი გამოისობით იყო, შეეშვი თუ კაციხარ ძმაკაცობაში დაგიძახეს ნაკრებში და წადი რა აღარაა შენი საქმე უკვე ხო ხედავ.
qomagi
19:45 10-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული