ლევან კობიაშვილი: მთლიანობაში კარგია...

AutoSharing Option
8 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის ბოლოსწინა მატჩში გიბრალტარს ანგარიშით 4:0 მოუგო.

თამაშის შემდეგ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილს კომენტარი ვთხოვეთ.

"უპირველესად, გამარჯვებას ვულოცავ გუნდს, მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს. დღეს ეჭვი არავის გვეპარებოდა, რომ სამ ქულას მოვიპოვებდით. მართალია, მეორე ტაიმით ძალიან კმაყოფილები არ ვართ და მეტსაც ველოდით, მაგრამ მთლიანობაში კარგია, რომ მოვიგეთ და 3 ქულა ავიღეთ.

მთავარია, ფეხბურთელებმა გერმანიასთან შემდეგ თამაშამდე ძალების აღდგენა მოახერხონ, რადგან ყველამ იცის, რა დონის მოწინააღმდეგესთან გვექნება საქმე.
იმედია, ბიჭები ძლიერ მეტოქესთან ღირსეული დაპირისპირებისთვის მზად იქნებიან. ვისურვებ, რომ ღირსეულად ვითამაშოთ", - ამბობს სფფ-ის ახალი პრეზიდენტი.

კობიაშვილს ფედერაციის ახალი გენმდივნის თაობაზეც ვკითხეთ:

"საუბარია რამდენიმე კანდიდატზე, მაგრამ დღეს მათ ვერ დავასახელებ. ალბათ, შემდეგ კვირაში აღმასკომს მოვიწვევთ. ცნობილია, რომ რიგგარეშე ყრილობის თარიღია დასადგენი, სადაც აღმასკომის ახალი წევრები უნდა ავირჩიოთ. მათგან შეირჩევიან ვიცე-პრეზიდენტები. რაც შეეხება გენერალურ მდივანს, დღეს ამ მოვალეობას ისევ დიმიტრი ბოკერია ასრულებს. შემდეგ კვირას კი ამ თემაზე უფრო კონკრეტულად ვილაპარაკებთ".

მისი თქმით, ფედერაციაში ახალი სუბიექტების გაწევრიანება რეალურია:

"თუ კლუბებს გაწევრიანების სურვილი ექნებათ, შემოიტანენ განცხადებას, განვიხილავთ და როგორც წესია, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ძველ ფედერაციასთან პრეტენზია ამასთან დაკავშირებით გვქონდა. ჩემი პოზიცია კი ცნობილია და არ შემიცვლია - ყველაფერი წესდების მიხედვით უნდა გაკეთდეს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პეტრიაშვილი გენ.მდივნად...უკეთეს კანდიდატს ვერ ვნახავთ...ტან დიდი წვლილი მიუძღვის მაფიასთან ბრძოლაში.
murtalo
13:47 10-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული