17:15 10-10-2015
საქართველოს ნაკრები გერმანიაში ჩავიდა და პირველი ვარჯიში ჩაატარა [VIDEO]
AutoSharing Option
გერმანია-საქართველოს მატჩი ლაიფციგში Redbull Arena-ზე გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
პირდაპირ რეპორტაჟს კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგვთავაზებთ.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სეზონის ბოლო ოფიციალურ თამაშს ლაიფციგში გამართავს.
კახა ცხადაძის ხელმძღვანელობით გუნდმა ადგილობრივი კლუბის საფეხბურთო აკადემიის ბაზაზე 9 ოქტომბრის საღამოს ივარჯიშა.
გერმანიაში მყოფი 23 ქართველი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა. მოთამაშეები, რომლებმაც გიბრალტართან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს მსუბუქად ივარჯიშეს. ის ფეხბურთელები კი, რომლებიც ბოლო საშინაო მატჩში სათადარიგოები იყვნენ საწვრთნელ პროცესში სრულად ჩაერთვნენ.
ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ძლიერი წვიმის ფონზე წარიმართა. მოგვიანებით კი კახა ცხადაძემ მოახლოებულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:
"ყველაზე მთავარია, რომ ფეხბურთელები,რომლებიც გერმანიაში იმყოფებიან ყველა ჯანმრთელადაა. საკმაოდ ხანგრძლივი ფრენა იყო და აღდგენითი ვარჯიში გვქონდა გერმანიამ საკმაოდ სერიოზული თამაში წააგო ირლანდიასთან.
ეს ბოლო თამაშია და სულ რომ არ სჭირდებოდეს გერმანიას ქულები, ისინი დიდი პროფესიონალები არიან ბოლომდე იბრძოლებენ. ჩვენი მომავალი მეტოქე სრულად არის მობილიზებული და მსოფლიო დონის ფეხბურთელებით არის დაკომპლქეტებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს თამაში, რომ მომავალში შედარებები გავაკეთოთ, რა თქმა უნდა შედეგზე ვითამაშებთ.
ფაქტია,რომ გერმანია პირველ ნომრად ითამაშებს, მაგრამ ჩვენ შევეცდებით, რომ ჩვენი შანსები ვეძებოთ. რამდენიმე ფეხბურთელმა გიბრალტართან არ ითამაშა და შესაბამისად გერმანიასთან შემადგენლობაში ცვლილებები იქნება ".
საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად გერმანიაში გაემგზავრა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი. გერმანია-საქართველოს მატჩამდე კი ლაიფციგში საფეხბურთო შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური ვახშამი გაიმართა, რომელსაც ორი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები, უეფას დელეგატი და ადგილობრივი ფედერაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლაიფციგის რედ ბულ არენაზე პირველ ვარჯიშს 10 ოქტომბერს, თბილისის დროით 21:00 საათზე გამართავს. საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე 30 წუთით ადრე კი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს კახა ცხადაძე უპასუხებს.
გერმანული მხარის განცხადებით შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. გერმანია-საქართველოს შეხვედრას ლაიფციგში, 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22.45 წუთზე 44 ათასი გულშემატკივარი დაესწრება.
სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კობიაშვილი თუ ასათიანს დააბრუნებს ნაკრებში და ფეხბურთში მისი უდიდესი წარმატებით დაწყება იქნება ნაკრებს ლიდერი არ ყავს და მალხაზს ყველაფერი აქვს იმისთვის რომ ნაკრებს აღმასვლაში და ქართულ ფეხბურთს ჭაობიდან თავის დაღწევაში დაეხმარება
0
0
ჭანტურია არ არი?
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული