პირველი ტაიმი იოახიმ ლიოვის გუნდის უდიდესი უპირატესობით წარიმართა, კარისკენ დარტყმები იყო 18:2, თუმცა ნუკრი რევიშვილის კარგი თამაშის წყალობით (10 სეივი), საქართველოს ნაკრებმა გაძლო - 0:0.
ჩვენი გუნდის ერთადერთი საგოლე შანსი, 28-ე წუთზე შეიქმნა, როცა ვაკო ყაზაიშვილმა თორნიკე ოქრიაშვილი მოძებნა, მაგრამ მანუელ ნოიერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე ჯაბა კანკავამ საჯარიმოში მესუთ იოზილი მოცელა და თომას მიულერმა პენალტი გაიტანა -
53-ე წუთზე გერმანელებმა ცუდად გამოიტანეს ბურთი და ჯაბა კანკავამ დაუმუშავებლად დაარტყა - 1:1.
მე-60 წუთზე ნოიერმა ოქრიაშვილის დარტყმის მერე სასწაულებრივ გადაარჩინა კარი.
79-ე წუთზე იოზილის პასით მაქს კრუზემ გაიტანა - 2:1.
საქართველოს ნაკრებმა 10 ტურში 9 ქულა დააგროვა და შესარჩევი ციკლი ჯგუფში მეხუთე ადგილზე დაასრულა.
გერმანია-საქართველო 2:1
გოლები: 1:0 მიულერი (50-პენ), 1:1 კანკავა (53), 2:1 კრუზე (79)
საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე, კვირკველია, ამისულაშვილი, კაშია, ნავალოვსკი, კანკავა, კვეკვესკირი (78. ხიზანიშვილი), ყაზაიშვილი (90. კობახიძე), ოქრიაშვილი, გელაშვილი (46. ვაწაძე)