ევრო 2016: საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონთან ღირსეულად დამარცხდა

AutoSharing Option
11 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებმა ევროი 2016-ის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი ითამაშა - ლაიპციგში მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

პირველი ტაიმი იოახიმ ლიოვის გუნდის უდიდესი უპირატესობით წარიმართა, კარისკენ დარტყმები იყო 18:2, თუმცა ნუკრი რევიშვილის კარგი თამაშის წყალობით (10 სეივი), საქართველოს ნაკრებმა გაძლო - 0:0.

ჩვენი გუნდის ერთადერთი საგოლე შანსი, 28-ე წუთზე შეიქმნა, როცა ვაკო ყაზაიშვილმა თორნიკე ოქრიაშვილი მოძებნა, მაგრამ მანუელ ნოიერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მეორე ტაიმის დასაწყისშივე ჯაბა კანკავამ საჯარიმოში მესუთ იოზილი მოცელა და თომას მიულერმა პენალტი გაიტანა -
1:0.

53-ე წუთზე გერმანელებმა ცუდად გამოიტანეს ბურთი და ჯაბა კანკავამ დაუმუშავებლად დაარტყა - 1:1.

მე-60 წუთზე ნოიერმა ოქრიაშვილის დარტყმის მერე სასწაულებრივ გადაარჩინა კარი.

79-ე წუთზე იოზილის პასით მაქს კრუზემ გაიტანა - 2:1.

საქართველოს ნაკრებმა 10 ტურში 9 ქულა დააგროვა და შესარჩევი ციკლი ჯგუფში მეხუთე ადგილზე დაასრულა.

გერმანია-საქართველო 2:1
გოლები: 1:0 მიულერი (50-პენ), 1:1 კანკავა (53), 2:1 კრუზე (79)
საქართველო: რევიშვილი, ლობჟანიძე, კვირკველია, ამისულაშვილი, კაშია, ნავალოვსკი, კანკავა, კვეკვესკირი (78. ხიზანიშვილი), ყაზაიშვილი (90. კობახიძე), ოქრიაშვილი, გელაშვილი (46. ვაწაძე)
მკითხველის კომენტარები / 15 /
ერთი ამ ხიზანიშვილის თარსი ტავი არ გაისჰვას არსად გელაშვილს ნაყიდი აქვს ეტყობა ადგილი დონე ნაკრებებთან
GIO989
00:43 12-10-2015
0
მადლობა ბიჭებს, მოგების ტოლფასი წაგებაა
lasha
00:45 12-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული