"როგორც სამი დღის წინ დუბლინში, ახლაც გვქონდა საგოლე მომენტები. ჩვენი მეტოქეები კი მუდმივად ყურადღებით არიან და გრძნობენ, რომ შეუძლიათ დადებითი შედეგის მიღწევა. ახლა შეიძლება ჩვენი გუნდი რინგზე მყოფ მოკრივეს შევადაროთ. დარტყმებს ვახორციელებთ, მაგრამ მეტოქეს ნოკაუტში ვერ ვაგდებთ.
ჯგუფი მოვიგეთ და შეგვიძლია ამითი გავიხაროთ, მაგრამ ბოლო ორი მატჩით უმაყოფილო ვარ. ბევრი უნდა ვ
მართალია, საფრანგეთის ტურნირამდე ბევრი დარჩა. ვიცით, რომ მოსამზადებელი პერიოდი მხოლოდ თუ გამოგვადგება.
ტაქტიკის მხრივ, რაღაცებს უნდა გადავხედოთ. ჩვენი თამაშის სტილი არ შეიცვლება, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებიც დასამუშავებელია.
საჯარიმოში შორეული გადაცემებით თამაშს მიჩვეულები არ ვართ, უფრო თავდასხმაში კომბინაციური თამაში გვხიბლავს, მაგრამ საფრანგეთში სხვა მეტოქეები გვეყოლება.
ისინი ბევრს შემოგვიტევენ, იმ გუნდებისგან განსხვავებით, რომლებსაც ვეთამაშებოდით", - თქვა ლიოვმა.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით