საქართველოს ნაკრების პროგრესი უეფას ნაკრებთა კოეფიციენტში

AutoSharing Option
ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის დასრულების შემდეგ უეფამ გამოაქვეყნა ეროვნული ნაკრებების ახალი კოეფიციენტები. სწორედ ამ რეიტინგის საფუძველზე ანაწილებს უეფა გუნდებს კალათებში.

ახალი რეიტინგით, საქართველოს ნაკრები 17,78 ქულით 54 გუნდს შორის 41-ე ადგილზეა.

ჩვენი გუნდი უსწრებს აზერბაიჯანს, ლატვიას, კვიპროსს, მოლდოვას, მაკედონიას, ყაზახეთს, ლუქსემბურგს, ლიხტენშტეინს, ფარერებს, მალტას, ანდორას, სან მარინოს და გიბრალტარს.

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის კენჭისყრა ახლა რომ ტარდებოდეს, საქართველოს ნაკრები ისევ მე-5 კალათში იქნებოდა.

შეგახსენებთ, რომ ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის კენჭისყრის დროს საქართველოს ნაკრები მე-5 კალათში იყო, მაგრამ მას 45-ე ადგილი
ეჭირა 16,76 ქულით.

მას მერე მოლდოვას, მაკედონიასა და აზერბაიჯანს გავუსწარით. მეოთხე კალათში გადასასვლელად საჭიროა 37-ე ადგილზე გადასვლა, რომელზეც ახლა სომხეთის ნაკრებია 19,47 ქულით.

პირველ ადგილზე მსოფლიოს ჩემპიონი გერმანიაა 40,23 ქულით, მეორე - ევროპის ჩემპიონი ესპანეთი 37,96. მესამე ადგილზე კი ინგლისის ნაკრებია, რომელმაც 10-დან 10 მატჩი მოიგო ჯგუფში - 35,96.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული