კობიაშვილმა ნაკრებებში სამწვრთნელო შტაბის მომავალ ცვლილებებზე ისაუბრა.
"რაც შეეხება ასაკობრივ ნაკრებებს, პირდაპირ გეტყვით, რომ ცვლილებები მოხდება.
რომელ ნაკრებში მოხდება ცვლილება და ვინ შეიცვლება, ვინ მოვა ახალი და რა გადაადგილებები მოხდება, ამას დღეს ვერ გეტყვით, რადგან ნაკრებებს წინ მატჩები აქვთ ჩასატარებელი.
როცა ეს შეხვედრები დასრულდება, ყველა ერთად დავსხდებით და გადავწყვეტთ საკითხებს.
კითხვის ნიშნები არსებობს, პირადად მე მაქვს კითხვები კონკრეტულ მწვრთნელებთან.
ამიტომ ცვლილებები აუცილებლად იქნება, თუმცა დღეს დაზუსტებით ამის
წლის ბოლომდე ჩამოვყალიბდებით, შემდეგ კი ცვლილებები იქნება ყველა ასაკობრივ ნაკრებში", - თქვა კობიაშვილმა.
რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებში ცვლილებებს, კობიაშვილმა უკვე პრსკონფერენციის შემდეგ დააზუსტა ნათქვამი და განმარტა, რომ ეროვნულ გუნდში ცვლილებები არ იგეგმება.
ასევე იხილეთ:
ლევან კობიაშვილი: ხელფასს იღებენ ისეთები, ვინც ფედერაციაში საერთოდ არ უნახავთ
ლევან კობიაშვილი: სფფ-ს ვალები აქვს ბანკთან, უეფასთან და კონტრაქტორებთან
ბოლო წინადადება წაიკითხეთ - "ეროვნულ გუნდში ცვლილებები არ იგეგმება"-ო.