"ვთხოვ სფფ-ს, შესარჩევში ფეხბურთელებს ფინანსური მოტივაცია დაუწესდეს"

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის განცხადებით, მსოფლიო ჩემპიონატის მომავალ საკვალიფიკაციო ეტაპზე ნაკრების მიზანი მესამე ადგილის დაკავებას წარმოადგენს.

როგორც კახა ცხადაძემ აღნიშნა, ეროვნული ნაკრები ჯგუფში მეექვსე ნომრად არის განთესილი და მესამე ადგილის დაკავება ძალიან კარგი შედეგი იქნება.

ამასთან, ცხადაძე ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართავს, რომ ამ შედეგის მიღწევის შემთხვევაში ფეხბურთელების მიმართ ფინანსური მოტივაცია დაწესდეს.

"ჩვენი მიზანია მესამე ადგილის დაკავება. ამისთვის გვაქვს სერიოზული სამუშაოები გასაგრძელებელი და ამ შედეგის მიღწევა ძალიან კარგი იქნება. მივმართავ თხოვნით ფედერაციის ხელმძღვანელობას, მესამე ადგილისთვისაც დაწესდეს ფინანსური
მოტივაცია, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში ეს ისედაც არსებობს", - განაცხადა ცხადაძემ.

მანვე შეაფასა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი. მთავარი მწვრთნელის განცხადებით, მთლიანობაში ნაკრებმა განიცადა პროგრესი, როგორც სათამაშო, ასევე ფსიქოლოგიური მიმართულებით.

"თავიდან იყო ქაოსი, რადგან შეიცვალა მწვრთნელი. ბევრ რამეზე ვიმუშავეთ და გერმანიასთან თამაში იქნებოდა მაჩვენებელი, თუ რა გზა გავიარეთ.

ფაქტია, რომ გერმანიასთან ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ვითამაშეთ და უფრო მეტი საგოლე მომენტიც გვქონდა. ფეხბურთელებს დაუბრუნდათ საკუთარი თავის რწმენა, გაძლიერდნენ ფსიქოლოგიურად და თავადვე ნახეს, რომ შეუძლიათ, მოუგონ შოტლანდიას, გერმანიასთან კი ტოლ-სწორად ითამაშონ.

დავინახეთ, რომ ის, რაზეც ვიმუშავეთ, იმისგან შედეგი მივიღეთ. მთავარია, რომ ამით ფეხბურთელები არ დაკმაყოფილდნენ და ეს არ გადაიზარდოს ქართულ სინდრომში. უნდა შევცვალოთ ლამაზად წაგების სინდრომი და ა.შ.

შეიცვალა მთავარი მწვრთნელი, შეიცვალა თამაშის სისტემა, ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით", - განაცხადა ცხადაძემ.

მისივე თქმით, 11 ნოემბერს ეროვნული ნაკრები სტუმრად ესტონეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ასეთი მიდგომით წარმატებას ვერასოდეს ვერ მივაღწევთ. ეროვნულის ფორმა გაცვია, შენს საპატივცემულოდ ქვეყნის ჰიმნს უსმენს მთელი სტადიონი. ამაზე მეტი მოტივაცია რა იქნება? გაიხსენეთ ხორვატები! საკუთარი ფულით ჩავიდნენ აშშ-ს 1994 წლის ჩემპიონატზე!
petre kupri
10:49 22-10-2015
0
ძალიან გული მწყდება ამ ყველაფერზე.ქეცბა გაუშვით არ გინდოდათ.პრეზიდენტი შევცვალეთ და კობის მოსვლით ყველას იმედი გვაქვს და ამასობაში გამოდის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ამბობს მესამე ადგილი უნდა დავიკავოთო..რა აზრი აქვს მესამეს და მეექვსეს? უკეთეს კალათაში რო მოვხვდეთ? ან რაღა მოტივაცია ექნება ფეხბურთელებს როცა ამბობ რომ ვერ გავალთ ჯგუფიდანო..ეგ მოტივაცია კიარა უპერსპექტივო მომავალია....
qomagi
11:25 22-10-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული