ფიფას ახალი რეიტიგი დღეს, 5 ნოემბერს გამოქვეყნდა, სადაც ჩვენი ნაკრები 301 ქულით 111-ე ადგილზეა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ოქტომბერში ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი გამართა. კახა ცხადაძის შეგირდებმა "დინამო არენაზე" გიბრალტარს ანგარიშით 4:0 სძლიეს, ხოლო სტუმრად გერმანიასთან ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ.
რაც შეეხება პირველ ათეულს, პირველ ადგილზე ბელგიის ნაკრებმა გადაინაცვლა. ბელგიელებმა უკან ჩამოიტოვეს გერმანია და არგენტინა. ჩილეს ნაკრები 4 ადგილით წაიწია წინ და ამჟამად მე-5 ადგილზე იმყოფება. ათეულიდან გავარდა უელსის ნაკრები.
საუკეთესო 20 ნაკრები ფიფას რეიტინგში: