საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფას ახალ რეიტინგში ერთი ადგილით დაქვეითდა.

ფიფას ახალი რეიტიგი დღეს, 5 ნოემბერს გამოქვეყნდა, სადაც ჩვენი ნაკრები 301 ქულით 111-ე ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ოქტომბერში ევრო 2016-ის შესარჩევი ეტაპის ორი მატჩი გამართა. კახა ცხადაძის შეგირდებმა "დინამო არენაზე" გიბრალტარს ანგარიშით 4:0 სძლიეს, ხოლო სტუმრად გერმანიასთან ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ.

რაც შეეხება პირველ ათეულს, პირველ ადგილზე ბელგიის ნაკრებმა გადაინაცვლა. ბელგიელებმა უკან ჩამოიტოვეს გერმანია და არგენტინა. ჩილეს ნაკრები 4 ადგილით წაიწია წინ და ამჟამად მე-5 ადგილზე იმყოფება. ათეულიდან გავარდა უელსის ნაკრები.
აღსანიშნავია, რომ მოწინავე ათეულში ასევე შეაბიჯა ავსტრიის ნაკრებმა.

საუკეთესო 20 ნაკრები ფიფას რეიტინგში:

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 5 /
სამაგიეროდ პირველ ადგილზე არიან მოშვებული წვერებით!!!!!!!!!!! ნახედ რა სამარცხვინოა ნუ, ბურთის გორება ისწავლეთ ბიძია ბურთის ყველას აჯობებდა
gega
10:20 06-11-2015
0
ესენი ვერ არიან ნორმაში.კაი საქართველო სადაცაა რეიტინგი რათ უნდა მაგას.მაგრამ ბელგია???ერთი ტიტული ან რამე ღირსეული მითხარით მაგათი გამარჯვებული და ფეხბურთზე ხმას საერთოდ აღარ ამოვიღებ.
გიგუშა
15:28 05-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული