საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა

AutoSharing Option
უახლოეს ორ ამხანაგურ შეხვედრაში ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო ლევან ყენია დააკლდება. მის მაგივრად კახა ცხადაძემ ქვეყნის უპირველეს გუნდში გორის "დილას" ნახევარმცველ გუგა ფალავანდიშვილს უხმო.

აქვე მოგახსენებთ, რომ ყენიასთან ერთად ტრავმების გამო ნაკრებს ლევან მჭედლიძე, ნიკა კვეკვესკირი და ჯანო ანანიძე დააკლდებიან.

სეზონის ბოლო ორი მატჩისთვის მზადებას საქართველოს ნაკრები 9 ნოემბერს ტალინში დაიწყებს. ჯვაროსნები პირველ ამხანაგურ შეხვედრას ტალინშივე გამართავენ, 11 ნოემბერს ისინი ესტონეთს დაუპისპირდებიან. 16 ნოემბერს კი, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ალბანეთის ეროვნულ გუნდთან მოსინჯავს ძალებს.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 6 /
სადაც საჭიროა იქ მიიწვიეს არაბიძე,დგეს ახალგაზრდულს სჭირდება უფრო
ჯიჯი
15:55 07-11-2015
0
არაბიძე მართლა მაგრა თამაშბს, სანამ უკრაინის მოქალაქეობა არ მისცენ მოასწარით ნაკრებში გამოძახება, სანანებელი არ დაგვრჩეს ))
WILD_HORSE
14:51 07-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული