საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ცვლილებაა

AutoSharing Option
უახლოეს ორ ამხანაგურ შეხვედრაში ეროვნულ გუნდს ტრავმის გამო ლევან ყენია დააკლდება. მის მაგივრად კახა ცხადაძემ ქვეყნის უპირველეს გუნდში გორის "დილას" ნახევარმცველ გუგა ფალავანდიშვილს უხმო.

აქვე მოგახსენებთ, რომ ყენიასთან ერთად ტრავმების გამო ნაკრებს ლევან მჭედლიძე, ნიკა კვეკვესკირი და ჯანო ანანიძე დააკლდებიან.

სეზონის ბოლო ორი მატჩისთვის მზადებას საქართველოს ნაკრები 9 ნოემბერს ტალინში დაიწყებს. ჯვაროსნები პირველ ამხანაგურ შეხვედრას ტალინშივე გამართავენ, 11 ნოემბერს ისინი ესტონეთს დაუპისპირდებიან. 16 ნოემბერს კი, ჩვენი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ალბანეთის ეროვნულ გუნდთან მოსინჯავს ძალებს.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 6 /
არაბიძე გამოგეძახა და ვნახავდით ყველა მაგ ბიჭის თამაშს!
0
19 წლამდელებში გამოიძახეს და რამდენად შეიძლება გაიჭრას ეს ბიჭი,ეროვნული ამხანაგურებს თამაშობს და ახალგაზრდებს ოფიციალური თამაშები აქვს
ჯიჯი
12:39 07-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული