კახა ცხადაძემ ეროვნულ ნაკრებში ზაქარია ბეგლარიშვილი დაამატა

AutoSharing Option
sport.err.ee-ს ინფორმაციით, ესტონეთი-საქართველოს ამხანაგური მატჩისთვის, რომელიც 11 ნოემბერს გაიმართება, ეროვნული ნაკრების თავკაცმა კახა ცხადაძემ გუნდში ზაქარია ბეგლარიშვილი გამოიძახა.

"ფლორას" ქართველმა ფეხბურთელმა ეროვნულ ნაკრებში მოულოდნელი მიწვევა მიიღო. ესტონეთის ჩემპიონი, 25 წლის ბეგლარიშვილი ნაკრების დებიუტანტი გახდება, მას სულ ბოლო მომენტში დაუძახეს გუნდში.

დღეს დილით ბეგლარიშვილი ნაკრების ვარჯიშზე გამოიძახეს. საქართველოს ნაკრების ვარჯიში 15 საათზე დაიწყო და ზაქარიამ უკვე მიიღო მასში მონაწილეობა", - წერს sport.delfi.ee.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული