ესტონეთის ნაკრების ორი ფეხბურთელი ჯარში გაიწვიეს

AutoSharing Option
11 ნოემბერს, ჩვენი დროით 21 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს ესტონეთის ნაკრებთან.

აი, რა განუცხადა ესტონელთა თავკაცმა მაგნუს პერსონმა sport.delfi.ee-ს:

"საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზეთ და ოსტატური გუნდია. მაგალითისთვის, მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიასთან ქართველები მინიმალური ანგარიშით დამარცხდნენ. ხშირად, 3-4-3 ტაქტიკითაც თამაშობენ.

მეტოქეს ბურთის კონტროლი უყვარს და დაცვაში აგრესიულად თამაში. სამწუხაროდ, დაგვაკლდებიან ანტონოვი, ზენიოვი, ტენისტე. უკანასკნელი ორი ტრავმირებულია.

შემადგენლობა თითქმის გადაწყვეტილი მაქვს, 1-2 ცვლილება შეიძლება კიდევ მოხდეს".

ფორვარდი სერგეი ზენიოვი ესტონეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. ის, ალბათ, კარგად გახსოვთ "დინამო"-"გაბალას" თამაშებიდან ამ
ზაფხულს.

აი, ილია ანტონოვი და კიდევ ერთი ფეხბურთელი, ანდრეას რაუდსეპი ნაკრებს იმიტომ დააკლდნენ, რომ... ესტონეთის თავდაცვის ჯარებში გამოიძახეს.

თამაშზე ესტონეთის ნაკრები, გლოვის ნიშნად, შავი სამკლავურებით გამოვა. 30 წლის ასაკში გარდაიცვალა ნაკრების ფიზიოთერაპევტი ჰელენ სოოსალუ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული