კახა ცხადაძე: ვერ შევძელი, გუნდი ფსიქოლოგიურად ისე განმეწყო...

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ესტონეთთან (0:3) სტუმრად ჩატარებული ამხანაგური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.


"მინდა ქართულ საზოგადოებას ასეთი წაგებული თამაშის შემდეგ ბოდიში მოვუხადო. ამხანაგურ მატჩს თავისი დატვირთვა აქვს. ჩვენთვის ყველა თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად, შედეგიც ყოველთვის მნიშვნელოვანია. ესტონეთის ნაკრებმა დაგვანახა, რომ მატჩი ოფიციალურია თუ ამხანაგური, გუნდი მოედანზე მოსაგებად უნდა გამოვიდეს.

პირველი, რაშიც ჩვენ წავაგეთ, ეს იყო მოძრაობა და განწყობა. მე ასე მომეჩვენა და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. ვერ შევძელი, გუნდი
ფსიქოლოგიურად ისე განმეწყო, როგორი განწყობაც ჰქონდა ესტონეთის ნაკრებს.

ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ბოლომდე გამომეყენებინა შეცვლები, რათა დამენახა ყველა ფეხბურთელის პოტენციალი. ტყუილად ხომ არ გამოვიძახე ფეხბურთელები, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვის უნდა დავეყრდნოთ მომავალ თამაშებში. სწორედ ეს დატვირთვაც აქვს ამხანაგურ თამაშებს.

ჩვენ დავინახეთ, რომ სამი ცენტრალური მცველით საკმაოდ კარგად ვიცავთ თავს. გამოჩნდა, რომ ორ ცენტრალურ თამაშზე გადასვლის შემდეგ ძალიან დიდი სივრცეები გაჩნდა და ინდივიდუალურ სისწრაფეებში წავაგეთ. გარდა ამისა, ბევრჯერ წავაგეთ ინდივიდუალურ ორთაბრძოლებშიც.

ამ თამაშს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ გამოვიტანოთ სწორი დასკვნები და იმედია, ის ფეხბურთელები, რომლებიც არ გვყავდა, მოკლე ხანში დაგვემატებიან".

აქვე მოგახსენებთ, რომ გუნდი ტირანაში დღეს ჩარტერული რეისით გაემგზავრა და მზადებას იქ გააგრძელებს. ალბანეთი-საქართველოს ამხანაგური დაპირისპირება კი 16 ნოემბერს გაიმართება.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 39 /
მე ვარ ფეხბურტზე გაგიჯებიტ სჰეყვარებული კაცი რომელსაც 2009 წლამდე ტამასჰი მხოლოდ რამოდენჯერმე მაქვს გაცდენილი ახლა იმდენად სჰემაზიზგა საქარტველოს ფეხბურტმა ტავი რომ ბურტის დანახვაც აგარ მინდა მარტო სჰეხედეტ ამ ერტ კვირასჰი ცჰვენს სსჰედეგებს
gela
16:29 13-11-2015
0
ლომაია ამაზე უარესი იყო მარა ეს ლორია არის. ცხინვალს ყავს კარგი მეკარე
დათოს
16:22 13-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული