12:40 14-11-2015
საქართველოს ნაკრებმა ტირანაში ივარჯიშა [VIDEO]
AutoSharing Option
პირველი ვარჯიში ტირანაში საფეხბურთო კლუბ "ტირანას" სათამაშო მოედანზე გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
კვიპროსის "ომონიას" ფეხბურთელი უჩა ლობჟანიძე უკვე გუნდთან ერთადაა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს. იგი ესტონეთთან შეხვედრაშიც გამოძახებული იყო, თუმცა ფეხბურთელმა სანაკრებო ამხანაგურ მატჩამდე ორი დღით ადრე კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშა და მწვრთნელის გადაწყვეტილებით ესტონეთთან შეხვედრა გამოტოვა.
ტირანაში მყოფი ყველა ქართველი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ალბანეთთან მატჩის მოლოდინშია. ალბანეთის ეროვნულმა გუნდმა საქართველოსთან შეხვედრამდე 13 ნოემბერს ამხანაგური თამაში კოსოვოსთან გამართა და შეხვედრა 2:2 დასრულდა.
დღეს, ჩვენი ფეხბურთელები "ტეუტას" მოედანზე ივარჯიშებენ. ალბანეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება კი 16 ნოემბერს ტირანას "ქემალ სტაფას" სტადიონზე შედგება.
წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ეს კაკაბაძე და ამისულაშვილი აღარ დააყენო!
0
0
ეს უდღეურები სადაც გინდათ იქ ავარჯიშეთ ამათი საშველი მაინც არ არის. ამათ უნდა ერქვას საქართველოს ,,ფაქიზოები,,
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული