საქართველოს ნაკრებმა ტირანაში ივარჯიშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის ბოლო მატჩის ჩასატარებლად ქალაქ ტირანაში ემზადება. ალბანეთის დედაქალაქში გუნდი ტალინიდან ჩარტერული რეისით ჩავიდა.

პირველი ვარჯიში ტირანაში საფეხბურთო კლუბ "ტირანას" სათამაშო მოედანზე გაიმართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

კვიპროსის "ომონიას" ფეხბურთელი უჩა ლობჟანიძე უკვე გუნდთან ერთადაა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს. იგი ესტონეთთან შეხვედრაშიც გამოძახებული იყო, თუმცა ფეხბურთელმა სანაკრებო ამხანაგურ მატჩამდე ორი დღით ადრე კვიპროსის ჩემპიონატში ითამაშა და მწვრთნელის გადაწყვეტილებით ესტონეთთან შეხვედრა გამოტოვა.

ტირანაში მყოფი ყველა ქართველი ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და ალბანეთთან მატჩის მოლოდინშია. ალბანეთის ეროვნულმა გუნდმა საქართველოსთან
შეხვედრამდე 13 ნოემბერს ამხანაგური თამაში კოსოვოსთან გამართა და შეხვედრა 2:2 დასრულდა.

დღეს, ჩვენი ფეხბურთელები "ტეუტას" მოედანზე ივარჯიშებენ. ალბანეთისა და საქართველოს საფეხბურთო დაპირისპირება კი 16 ნოემბერს ტირანას "ქემალ სტაფას" სტადიონზე შედგება.

წყარო: gff.ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
წესით ,,პირველი"-ზე უნდა იყოს. ამ ტელევიზიასთან გააფორმა ჯერ კიდე წასვლამდე სიჭინავამ კონტრაქტი ეროვნული ჩემპიონატებისა და ნაკრების თამაშების გაშუქებისათვის
irakli apkhaidze
10:39 16-11-2015
0
რომელ არხზე აჩვენებენ? პირველზე არ არის :X
Giorgi
00:38 16-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული