კახა ცხადაძე: ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ!

AutoSharing Option
გუშინ, 15 ნოემბერს, საქართველოს ნაკრებმა "ქემალ სტაფაზე" ალბანეთთან მატჩისწინა ვარჯიში გამართა. ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის კომენტარი, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურმა მოგვაწოდა:

"ალბანეთთან მატჩისთვის სერიოზულად ვემზადებით. შაბათის ვარჯიშის წინ ფეხბურთელებს ველაპარაკეთ. მნიშვნელოვანი იყო მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაჯანსაღება.

ესტონეთთან წაგება ფეხბურთელებმა მალე უნდა დაივიწყონ, მაგრამ იმ მატჩში დაშვებულ შეცდომებს სერიოზული ანალიზი სჭირდებოდა. ტალინში ბევრი ორთაბრძოლა წავაგეთ დაცვაში და აქედან დადგა ის შედეგი, რაც მივიღეთ.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა თამაში
ჩვენი ქვეყნის პრესტიჟს ეხება და ეს ფეხბურთელებმა კარგად უნდა გაიგონ. ყველა მატჩს სერიოზულად და პრინციპულად უნდა მივუდგეთ...

ალბანეთთან მატჩისთვის ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები იქნება. ალბანეთი ძალიან სერიოზული გუნდია - კომპაქტური და აგრესიული, არ თამაშობს აქტიურ პრესინგს, ძირითადად საკუთარ ნახევარზე მოქმედებს. ბურთის კონტროლიც კარგი აქვთ და თანამედროვე ფეხბურთიც ეს არის...

დღევანდელ ფეხბურთში მარტო ნიჭი არ არის საკმარისი, ეს უკვე ბევრჯერ დამტკიცდა. ინდივიდუალიზმი კარგია, მაგრამ მთავარია სწორი მოძრაობა და გუნდური თამაში. მთელი მსოფლიო ასე ფიქრობს თანამედროვე ფეხბურთზე და ჩვენც ასე უნდა ვითამაშოთ.

ერთი ფეხბურთელი თამაშს ვერ იგებს, ეს მიდგომა უნდა შევცვალოთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ეგ არაფერი, თუ წავაგებთ აგერ სტატიის ავტორი ქეცბაიას დააბრალებს ;)
ასე რომ წნეხის გარეშე ითამაშეთ ბიჭებო ;)
Giorgi
10:53 16-11-2015
0
...მარტო დიდ გუნდებთან რომ იკლავენ ფეხბურთელები თავს და სუსტს არაფრად აგდებენ იმიტომ ... ესტონეთმა ...და კიდევ შენ ბიჭს ჯერ ფეხბურთი ასწავლე და მერე მაინც ათამაშე...
ზ უ რ ა
11:41 16-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული