საქართველოს ნაკრებმა ალბანეთთან მოგება ხელიდან ბოლო წამებზე გაუშვა

AutoSharing Option
16 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა - კახა ცხადაძის გუნდი ევრო 2016-ის მონაწილე ალბანეთს ესტუმრა და 2:2 დაუზავდა.

თავიდანვე სტუმრებმა გაიტანეს - საქართველოს ნაკრების რიგებში თავი ალეკო ამისულაშვილმა გამოიჩინა. ეს შეხვედრის მე-2 წუთზე მოხდა.

52-ე წუთზე გიორგი ჭანტურიამ სხვაობა ორამდე გაზარდა - 0:2.

89-ე წუთზე ვულნეტ ბაშამ ერთი გოლი გაქვითა - 1:2. საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე ვეღარ გაძლო და ერთი გოლი 94-ე წუთზეც გაუშვა, ანგარიში სოკოლ ჩიკალეშიმ გაათანაბრა - 2:2.

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდთან საგარეო ფრე არ უნდა იყოს
ურიგო შედეგი, მაგრამ თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა, გუნდი ძირითადად ბურთის მოგერიებაში იყო, ხოლო მსაჯმა პირველი ტაიმის მიწურულს ალბანელებს ალბათ, ასპროცენტიანი გოლი არ ჩაუთვალა.
მკითხველის კომენტარები / 41 /
"კოკი"-ს - გეთანხმებით ბატონო "კოკი", მაგრამ რომ ვერ მოდიან სათანადოდ მომზადებული თაობები? მე მთავარ მწვრთნელს მართალი ბრძანდებით ამაში ვერ დავადანაშაულებ, ეს შორს წაგვიყვანს, მაგრამ ყურადღება გასამახვილებელი აქვს. თქვენი აზრი მაინტერესებს ... ღირს თუ არა ახალის ძიება (ტაქტიკაზე მაქვს საუბარი), მაშინ როდესაც რაღაც შედეგი უკვე ნახე (შოტლანდიასთან, გერმანიასთან, თუნდაც ირლანდიაში)? უმჯობესი ხომ არ იქნება ამ შედეგიანის დახვეწა და შესწორება?
giorgi
13:31 17-11-2015
0
giorgi- "ფიზიკურ კონდიციებს მიხედე"-ო, არიგებს ეს ახალგაზრდა ნაკრების მწვრნთელს! შე კაი დედმამიშვილო, ეს შეგონება ნაკრების ფეხბურთელის და მისი კლუბის მისამართით რომ თქვა, კი ბატონო, მაგრამ ეს არანაირად არ ეხემა მთავარ მწვრნთელს. ფეხბურთელს რომ ნაკრებში გამოიძახებ, ის უკვე ყველანაირად, მათ შორის ფიზიკურადაც მომზადებული უნდა იყოს. ასე რომ...აქ მტავარ მწვრთნელი არაფერ შუაშია..
koki
10:21 17-11-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული