საქართველოს ნაკრებმა ალბანეთთან მოგება ხელიდან ბოლო წამებზე გაუშვა

AutoSharing Option
16 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა - კახა ცხადაძის გუნდი ევრო 2016-ის მონაწილე ალბანეთს ესტუმრა და 2:2 დაუზავდა.

თავიდანვე სტუმრებმა გაიტანეს - საქართველოს ნაკრების რიგებში თავი ალეკო ამისულაშვილმა გამოიჩინა. ეს შეხვედრის მე-2 წუთზე მოხდა.

52-ე წუთზე გიორგი ჭანტურიამ სხვაობა ორამდე გაზარდა - 0:2.

89-ე წუთზე ვულნეტ ბაშამ ერთი გოლი გაქვითა - 1:2. საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე ვეღარ გაძლო და ერთი გოლი 94-ე წუთზეც გაუშვა, ანგარიში სოკოლ ჩიკალეშიმ გაათანაბრა - 2:2.

ევროპის ჩემპიონატის მონაწილე გუნდთან საგარეო ფრე არ უნდა იყოს
ურიგო შედეგი, მაგრამ თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა, გუნდი ძირითადად ბურთის მოგერიებაში იყო, ხოლო მსაჯმა პირველი ტაიმის მიწურულს ალბანელებს ალბათ, ასპროცენტიანი გოლი არ ჩაუთვალა.
მკითხველის კომენტარები / 41 /
რაუნდა თქვას კაცმა მუხლია კნონში შესატანი ფეხბურთის თამაში და ასევე ცქერა დასჯადი უნდა გახდეს საქართველოში
gio88
01:10 17-11-2015
0
ვიცოდი რომ ჩაიჯვამდნენ აქაც
Ucxoplaneteli
01:11 17-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული