კახა ცხადაძე: ჩვენი ჩემპიონატის სტანდარტი არ აკმაყოფილებს ნაკრების დონეს

AutoSharing Option
ალბანეთთან ამხანაგური შეხვედრის (2:2) დასრულების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ კომენტარი გააკეთა.

"ესტონეთთან წაგებული მატჩის შემდეგ სერიოზული დასკვნები გავაკეთეთ. ვფიქრობ, ალბანეთთან მატჩისთვის ძალიან კარგად მოვემზადეთ. ფეხბურთელებმა კარგად გაიაზრეს, რა პრობლემები და შეცდომებიც გვქონდა წინა მატჩში.

ალბანეთთან ორი გოლი გავიტანეთ. გარდა ამისა, ორი რეალური მომენტი გვქონდა. ერთ მომენტში ჭანტურიამ ბურთი ძელს მოარტყა. ცუდია, რომ ბოლოს ორი გოლი გავუშვით, მაგრამ ამაში თავისი წვლილი მსაჯებმაც შეიტანეს. არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, მაგრამ დღეს ასე
ჩანდა.

დასანანი გოლები გავუშვით და ამ მომენტებში დაშვებული შეცდომები უნდა გავაანალიზოთ.

ამხანაგურ მატჩებში დაშვებულ შეცდომებსა და პოზიტიურ მომენტებს მაქსიმალურად სწორ ანალიზს გავუკეთებთ და ვეცდებით, შესარჩევ ციკლს მომზადებულები შევხვდეთ. ფაქტია, ისეთ გუნდთან, რომელიც პორტუგალიის, დანიისა და სერბეთის ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა, თამაში, ფაქტობრივად, მოგებული გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ექვსი ფეხბურთელი, რომლებიც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებად ითვლებიან, ამ ორ ამხანაგურ მატჩში გვაკლდა.

ჩვენ უნდა ვიმუშაოთ სელექციაზე, რადგან საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტანდარტი არ აკმაყოფილებს ეროვნული ნაკრების დონეს. ეს განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელებს ვუთხარი, მათ ძალიან ბევრი შრომა მოუწევთ. ისინი ამიტომ წამოვიყვანე შეკრებაზე, რომ თავად დაენახათ განსხვავება 21-წლამდელთა ნაკრებსა და ეროვნულ გუნდს შორის.

განსხვავებული ტემპი, აზროვნება და სისწრაფეებია 21-წლამდელთა ნაკრებსა და ეროვნულ ნაკრებს შორის. არის რამდენიმე ფეხბურთელი, რომლებითაც ჩვენ შეგვიძლია გავძლიერდეთ და მათ აუცილებლად დავაკვირდებით".

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 31 /
მე ვთვლი რომ საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი აუცილებლად უნდა ხვდებოდეს განაცხადში!!! რომ სხვას გაუჩნდეს ამ უბადრუკ ჩემპიონატში კარგად ითამაშოს.ბაჩანა ცხადაძეც ვერ აკმაყოფილებს დონეს მაგრამ ათამაშებს!!!
ბოკინიო
18:33 17-11-2015
0
ნაკრები განიცდის პროგრესს. ამ ეტაპზე ნაკრებისთვის რეალობაში საუკეთესო ვარიანტი არის პროგრესის გაგრძელება. ცხადაძემ უკეთესობისკენ შემოატრიალა საქმე. საჭირო არის კომპონენტებზე მუშაობა და მენტალიტეტის შეცვლა. მენტალიტეტის შეცვლა ქართველ გულშემატკივარსაც არ აწყენდა. ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატზე მხოლოდ გუნდი კი არა, ქვეყნის ფეხბურთი გადის. ჩვენი ფეხბურთი ჯერ არ არის მზად ევროპის ან მსოფლიოს ჩემპიონატისთვის. ამას ესაჭიროება სფფ-ს სწორი მუშაობა და გულშემატკივრის თანადგომა ეროვნულ ჩემპიონატის თამაშებში.
ლუკა
19:05 17-11-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული