16:30 02-12-2015
გოგიტა გოგუა: ძალიან მენატრება საქართველოს ნაკრებში თამაში
AutoSharing Option
ამაში დიდი წვლილი შეიტანა გოგიტა გოგუამ, რომელმაც მეორე ტაიმში კონტრიერიში გიორგი ნავალოვსკის გადაცემის შემდეგ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა. შემდეგ კი შეტევაში ჩართულ ნავალოვსკის თავად გაუკეთა საგოლე პასი.
"ჩვენთვის ეს თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ კლუბში გარკვეული ნიუანსები მოსაგვარებელია, ღირსეულად ვითამაშეთ და დამსახურებულად გავიმარჯვეთ.
თავდადებისა და კლასის ხარჯზე მოვიგეთ და ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავდა, მაგრამ მინდა მეტოქეც დავაფასო. "საბურთალოს" ძალიან კარგი სკოლა აქვს და ნიჭიერი ბავშვები ჰყავს. ძნელი იყო მათი თავდადების წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ ეს მოვახერხეთ.
"საბურთალოს" წარმატება და წინსვლა მინდა ვუსურვო. საქართველოს ჩემპიონატში კი მსგავს თამაშებს ყოველ ტურში ვისურვებდი. ასე დონეც აიწევა და ფეხბურთელებიც გაიზრდებიან", - ამბობს გოგუა.
თემურ ქეცბაიასთან კონფლიქტის გამო გამოცდილი ნახევარმცველი საქართველოს ნაკრებს დიდი ხნით ჩამოშორდა. კახა ცხადაძემ ის ეროვნულ გუნდში 4-წლიანი პაუზის შემდეგ დააბრუნა. გოგუას იმედი აქვს, რომ კიდევ მოირგებს ნაკრების ფორმას:
"უგუნდოდ ვიყავი, "დილაში" კი არც ისე დიდი ხნის წინათ ჩავირიცხე, თორემ დარწმუნებული ვარ, ცხადაძე შანსს მომცემდა. მან ავსტრიაში, უკრაინასთან ამხანაგური შეხვედრისწინა შეკრებაზე რომ მიმიწვია, ამბობდა და პირადადაც მითხრა, რომ საქმისადმი ჩემი დამოკიდებულებით კმაყოფილი იყო.
ასე რომ, მოვა დრო და იმედია, ნაკრებში თამაშის საშუალება ერთხელ მაინც მომეცემა. ყველამ კარგად იცის, რომ ნაკრები არასოდეს მიზარალებია და უგულოდ არასოდეს მითამაშია. თან ძალიან მენატრება ქვეყნის მთავარ გუნდში თამაში. ფეხბურთელისთვის ნაკრებში თამაშით გამოწვეულ განცდაზე დიდი გრძნობა არ არსებობს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ძალიან მოუმატა თამაშს გორის"დილაში".იგი იმსახურებს ნაკრებში თამაშს, მის გამოცდას მაინც.
0
0
tავი დანებეტ ნაკრებს ტქვენ არაპერის გაკეტებასეგიზლიატ ნანაკრებსი რა გინდა
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული