საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაქვეითდა

AutoSharing Option
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ფიფას ახალ რეიტინგში 11 საფეხურით დაქვეითდა.

რეიტინგი დღეს, 3 დეკემბერს გამოქვეყნდა. კახა ცხადაძის გუნდი 286 ქულით 122-ე ადგილზეა.

ჩვენს გუნდს 2011 წელს მოლდოვასთან მოგებული (2:0) თამაშისთვის დარიცხული ქულები დააკლდა. ამ თვეში ალბანეთთან ფრისთვის 162 ქულა დაერიცხა, ხოლო ესტონელებთან - 0.

საქართველოს ნაკრების ყველაზე ცუდი შედეგი 154-ე ადგილია (2015 წ. აგვისტო), თუ სადებიუტო თვეს არ ჩავთვლით.

შეგახსენებთ, რომ ნოემბერში საქართველოს ნაკრებმა ორი ამხანაგური მატჩი გამართა - წააგო ესტონეთში 0:3 და ალბანეთს 2:2 დაუზავდა.

ჩვენ წინ არიან ცენტრალური აფრიკის
რესპუბლიკა, ჩადი, მავრიტანია, სიერა ლიონე, თურქმენეთი, ეთიოპია და სხვა არასაფეხბურთო ქვეყნები. 123-ე ადგილზეა სომხეთი.

ტოპ-10
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
ამ რეიტინგის აზრი რა არის? ამ მონაცემებით ბელგია 300 ქულით უსწრებს ინგლისს, 500-ით იტალიას, ხოლო საფრანგეთს სულაც 626 ქულით, რომელიც თავის მხრივ ამდენივე ქულით უსწრებს სამხრეთ სუდანის ნაკრებს, რომელმაც მიმდინარე წელს 4-0 წააგო მავრიტანიასთან, 5-0 კი მოზამბიკთან. მოკლედ, ბელგია ისე ჯობია საფრანგეთს, როგორც ეს უკანასკნელი სამხრეთ სუდანის ნაკრებს. სასაცილოა, აბა რა. ამ რეიტინგს რეალობასთან კავშირი არ აქვს.
0
რეიტინგის აზრი ის არის,რომ სასირცხვილო ვართ...
veto
11:47 05-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული