თემურ ქეცბაია: ნაკრების სათავეში სწორედ ხალხის სიყვარული მაჩერებდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია "კვირის პალიტრის" ვებგვერდთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე საუბრობს.

გთავაზობთ ამონარიდს თემურ ქეცბაიას ინტერვიუდან:

- შეამჩნევდით, რომ საქართველოს ნაკრები უფრო ხშირად ცდილობს შეტევას, ვიდრე თქვენს დროს...
- ზოგიერთებივით ინტრიგნობას არ დავიწყებ. ჩემგან არაკორექტული იქნება იმაზე ლაპარაკი, ჩემს დროს რა იყო და ახლა როგორ არის. გულშემატკივარი ყველაფერს ხედავს და თავად შეაფასებს...

ჩვენ რომ გვაკრიტიკებდნენ - რით არიან უკმაყოფილოო, ის ადამიანები ახლა ჩვენზე უარეს რაღაცებს ამბობენ, სხვანაირად აჭიკჭიკდნენ... არ შეიძლება, როგორც იმ მომენტში გაწყობს, სულ ისე
ილაპარაკო.

სიმართლეს უნდა გავუსწოროთ თვალი და რაც მალე მივხვდებით, რა მდგომარეობაში ვართ და რა არის გასაკეთებელი, მით უკეთესი იქნება ქართული ფეხბურთისთვის.

სამწუხაროდ, აქ მხოლოდ ფული არ არის პრობლემა - შეიძლება მილიარდი ჩადო ქართულ ფეხბურთში, მაგრამ ხალხი არ არის, ვინც ამ ფულს სწორ მიმართულებას მისცემს. სწორედ ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა!

- საკლუბო ფეხბურთში გაცილებით მეტ წარმატებას მიაღწიეთ, ვიდრე ნაკრებში. ეს რას ნიშნავს - "საკლუბო მწვრთნელი" ხართ თუ საქართველოს ნაკრებს ვერ მოუხერხეთ ვერაფერი?
- ჩემამდე საქართველოს ნაკრებში მსოფლიო დონის მწვრთნელებმა - ტოპმიოლერმა და კუპერმა იმუშავეს და მიაღწიეს რამეს?! მათთან შედარებით, მე გაცილებით უკეთესი შედეგი მქონდა. კუპერს 16 მატჩში 12 წაგება და 4 ფრე ჰქონდა, ჩემი მუშაობის პირველი წელი კი საერთოდ წაუგებლად ჩავამთავრეთ. მაგრამ მერე ნაკრები გამოცდილმა ფეხბურთელებმა დატოვეს...

- დატოვეს თუ დაატოვებინეთ?!
- როცა ვნახეთ, რომ ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ იყო, აქცენტი ახალი გუნდის შენებაზე გავაკეთეთ. გამოცდილი ფეხბურთელები წავიდნენ, ახალგაზრდა ბიჭები კი არ აღმოჩნდნენ მზად ეროვნული ნაკრებისთვის... ეროვნული გუნდის ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკას ნაკრებში რომ იღებს, რაღაზეა ლაპარაკი?! ასეთი რამ სხვაგან არსად ხდება.

ნაკრებში უნდა თამაშობდნენ ფეხბურთელები, რომლებიც კონკრეტულ მომენტში საუკეთესო ფორმაში არიან. ჩვენ კი წლების განმავლობაში გვიწევდა თამაში მოთამაშეებით, რომლებსაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდათ... ფეხბურთის თამაში ვიცითო, რომ გავიძახით, კი, 20-30 წლის წინ მართლაც ვთამაშობდით, მაგრამ ახლა... 2-3 გამონაკლისის გარდა, ნორმალურ ევროპულ კლუბში ფეხბურთელი აღარ გვყავს, ჩემპიონთა ლიგაში მოთამაშე ქართველზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ფეხბურთის თამაში ჭამა-სმა არ არის, ამაში რომ შევეჯიბროთ ვინმეს, თანამედროვე ფეხბურთში სხვა მოთხოვნებია!

- ლევან კობიაშვილი ერთ-ერთია იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებსაც ნაადრევად დაატოვებინეთ ნაკრები... ლევანი ახლა სფფ-ის პრეზიდენტია - თუ იცით, ისევ ნაწყენია თქვენზე?
- როცა პრეზიდენტი გახდა, სმს გავუგზავნე და წარმატება ვუსურვე... ლევანმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ ნაწყენი იყო ჩემზე. მისი კარგად მესმის, მაგრამ იმ მომენტში ისე მოვიქეცით, როგორც ქართული ფეხბურთის უკეთესობისთვის გვეგონა უკეთესი...

- ბოლოს როდის იყავით სამშობლოში? საქართველოზე გული ხომ არ აგიცრუვდათ?
- ქართულ ტელევიზიებს თუ დაუჯერებ, მართლა აღარ მოგინდება საქართველოში ჩასვლა. პოზიტიურზე არაფერს ამბობენ, მხოლოდ ნეგატივი ისმის - ჩხუბი, არეულობა, ერთმანეთის ჭამა... დავიჯერო, კარგი არაფერი ხდება?! მაგრამ ტელევიზიით რაც უნდა აჩვენონ, მე ქართველი კაცი ვარ, მიყვარს ჩემი ქვეყანა და როცა ჩამოსვლის შანსი მომეცემა, ყოველთვის ჩამოვალ... ნაკრებიდან ისე წამოვედი, არ მომეცა გულშემატკივრისთვის მადლობის თქმის შესაძლებლობა.

გადაწყვეტილი კი მქონდა წასვლა, მაგრამ არ მეგონა, ბოლოსკენ ასე თუ შეტრიალდებოდა სიტუაცია... არადა, ხუთი წლის განმავლობაში ნაკრების სათავეში სწორედ ხალხის სიყვარული მაჩერებდა! ქომაგს იმედები ვერ გავუმართლეთ, მაგრამ ხალხის სიყვარულს ყოველთვის ვგრძნობდი.

ნაკრებში მუშაობისას, ქართველ ჟურნალისტებს თუ არ ჩავთვლით, ადამიანი არ შემხვედრია, გულთბილად რომ არ მოვეკითხე!

- ემოციურმა ხასიათმა თქვენ არ შეგიშალათ ხელი მუშაობაში? შესაძლოა, არ აგინებდით ფეხბურთელებს, მაგრამ ზედმეტი ემოციურობის გამო ბევრი გაანაწყენეთ...
- ემოციური რომ ვარ, იმიტომ გავხდი კარგი ფეხბურთელი და მწვრთნელი; ინერტული რომ ვყოფილიყავი, რას მივაღწევდი?! შეიძლება, იჯდე და მშვიდად უყურო ფეხბურთს?! ათი წელია, მწვრთნელად ვმუშაობ და კონფლიქტი არავისთან მქონია. ყველა გამოგონილ ბრალდებაზე თავის მართლებას ხომ არ დავიწყებ?! არაფრის შეცვლა არ მინდა - თუ შევიცვალე და რაღაც თამაშები დავიწყე, აღარ ვიქნები ისეთი, როგორიც ვარ!

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ავტორი: რატი შელეგია
წყარო: kvirispalitra.ge
მკითხველის კომენტარები / 22 /
თავისი შეცდომების აღიარება დიდად არავის მოსწონს. -

გუნდს შედეგები ქონდა სანამ თვითონ ქეცბაიამ არ გაყარა ყველა წამყვანი ფეხბურთელები პანტყა პუნით.

ნაკრებში კიდევ ფეხბურთელს ვერ გაზრდი წელიწადში 12 თამაშით.

რა თქმა უნდა ცხადაძის გუნდი ბევრად დიდ იმედებს იძლევა ვიდრე ქეცბაიას დროს, არადა ფეხბურთელების უმრავლესობა იგივეა
0
ტემურ,შენ ყოველთვის პატრიოტი იკავი , შენ შენი საქართველო ყოველთვის გიყვარდა და გეყვარება , ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ხომ ხედავ ,შური რა არის , მამაშენი მას ნერვიულობდა აქ ამათთან მას გაუჭორდება და რა დროს ვკვდებიო , დედაც მაგას ამბობდა და კიდევაც ისე მოხდა შEნ აქიდან გულნატკენი ჭახვედი არა ხალხისგან........
nago
10:45 08-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული