ჩვენი მეტოქე მოლდოვის ნაკრები იგორ დობროვოლსკის ჩააბარეს

AutoSharing Option
მოლდოვის ეროვნულ ნაკრებს 48 წლის იგორ დობროვოლსკი გაწვრთნის. ეს მისი მეორედ მისვლაა ამ ქვეყნის უპირველეს გუნდში. ის ამ თანამდებობაზე 2007-09 წლებშიც მუშაობდა.

დობროვოლსკი საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქის საჭესთან დგას - სწორედ მოლდოვას გადაგვყარა წილისყრამ მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლის D ჯგუფში.

საინტერესოა, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე და დობროვოლსკი ერთად თამაშობდნენ საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) ნაკრებში.

კიდევ რა შეგვიძლია ვთქვათ დობროვოლსკიზე? ალბათ ის, რომ დიდებული ფეხბურთელი იყო საბჭოთა პერიოდში და მერეც, როცა სსრკ დაიშალა.
მას წარმატებული უცხოური კარიერაც ჰქონდა.

Sportall.Ge

გვახსენდება დობროვოლსკი, როგორც კიშინიოვის "დაჩიას" მთავარი მწვრთნელი. მაშინ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე "ზესტაფონს" სწორედ დობროვოლსკის "დაჩია" დაუპირისპირდა და ორმატჩიან დუელში დაამარცხა. საპასუხო შეხვედრის შემდეგ დობროვოლსკიმ ქოში უკუღმა ჰყარა - მარგველთა მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაუშურებია.

მოლდოვის ნაკრების გარდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში უელსი, ავსტრია, ირლანდია და სერბეთი იქნებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზესტაფონმა მაშინ კარგად გადაურბინა მაშინ ზესტაფონში ამის დაჩიას, იმედია ნაკრებიც იგივეს იზამს.
bebeto
01:24 31-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული