"პოპულისტი რომ ვიყო, გერმანიასთან მატჩის შემდეგ ამხანაგურებს აღარ ვითამაშებდი"

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში 2015 წელი შეაფასა და გუნდის მეტ-ნაკლებად გამორჩეულ მატჩებზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე საქართველოს ნაკრების მწვრთნელად ერთი წლის წინ დაინიშნა.

- გარკვეული პერიოდია საჭირო, ფეხბურთელები ახალი მწვრთნელის სათამაშო ფილოსოფიას რომ შეეჩვიონ, გაიგონ, რას ითხოვს მათგან. ამ ეტაპის გავლა ჩვენც დაგვჭირდა, მერე კი გაჩნდა კონკრეტული ამოცანა - ფეხბურთელებს არა ეპიზოდურად, არამედ მთელი მატჩის განმავლობაში ეჩვენებინათ ის თამაში, რასაც მათგან ვითხოვდით. ყველაზე კარგად ეს შოტლანდიასთან თბილისურ მატჩში შევძელით, რაზეც შეხვედრის
შედეგიც მეტყველებს!

ცუდად არც ირლანდიასთან გვითამაშია, მაგრამ ბიჭებს გამძლეობა აღარ ეყოთ. ანანიძის არყოფნაც დაგვეტყო. დარწმუნებული ვარ, ჯანოს რომ ეთამაშა, ირლანდიასთან სხვა შედეგს ვნახავდით!

- ე.ი. 2015 წლიდან პოზიტივი მეტი გახსენდებათ, ვიდრე უარყოფითი?
- იყო ეპიზოდები, როცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები სიამოვნებას იღებდნენ თამაშით, მეტოქეზე მეტხანს ფლობდნენ ბურთს, უფრო ხშირად უტევდნენ. შოტლანდიასთან მატჩით ძალიან კმაყოფილი ვარ.

მესმის, რომ ქომაგი გიბრალტართან უფრო დიდი სხვაობით გამარჯვებას ელოდა, მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო იმ შეხვედრაში ნანახი გააზრებული შეტევები, კომბინაციები, ახალი მოთამაშეები...

გერმანიასთან? მინიმუმ, ფრეს ვიმსახურებდით! ცხადია, მეტოქეს აშკარა ტერიტორიული უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ მეორე ტაიმში საგოლე ეპიზოდები არ შევაქმნევინეთ, ჩვენ კი რამდენჯერმე შეგვეძლო გატანა...

ვნახეთ, რომ ამ მოთამაშეებით შეგვიძლია წარმატებით თამაში.

- მაგრამ ესტონეთთან 0:3 წაგებამ მიწაზე დაგვანარცხა...
- ქართველი ქომაგების მსგავსად, მეც მაქსიმალისტი ვარ, მაგრამ ამ წაგებასაც ჰქონდა ლოგიკური მიზეზები...

მომავალზე რომ არ ვფიქრობდე ან პოპულისტი ვიყო, გერმანიასთან მატჩის შემდეგ ამხანაგურ შეხვედრებს აღარ ვითამაშებდი და წელს "მაჟორულ ნოტზე" დავასრულებდი! მით უმეტეს, ნაკრების წამყვანი მოთამაშეების უმეტესობა არ იყო სასურველ კონდიციაში, მაგრამ ვითამაშეთ და არც პასუხისმგებლობას გავურბივარ.

იხილეთ სრული ვერსია

რატი შელეგია
გაზეთი "კვირის პალიტრა"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ახალი მწვრთნელის ხელში პოზიტივი ნამდვილად გამოჩნდა!

2018 წელს სისწრაფეები კიდევ უფრო გაიზრდება. ამ კუთხით რამე თუ არ ვიღონეთ ისევ „ტურისტებად“ დავრჩებთ.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეულად რომ წარვსდგეთ საჭიროა: სწრაფი და ყურადღებიანი მცველები, ფლანგებზე აქტიური შემტევები, ძლიერი ცენტრი და გოლზე დაგეშილი სწრაფი ცენტრფორვარდი.

ნაკრებში ფეხბურთელის ფიზიკურად მომზადება ბევრად რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ნაკრების ფეხბურთელებისათვის პროგრამა "ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5" ითვალისწინებდეს მოკლე სასწავლო კურსს (2-დან 14 დღემდე).

გამოიყენეთ ან უკეთესი შექმენით!!!!
გუჯა კახაძე
13:27 28-12-2015
0
ბატონო კახაბერ თუ თქვენ წაგებულ თამაშს მაჟორულ ნოტას ეძახით ცუდად ყოფილა თქვენი საქმე.ისე გერმანიასთან თამაშს ჩვენც ვუყურეთ და თუ სიმართლე გინდათ მარტო როისს უნდა გაეტანა 4 გოლი. ზოგადად არააქ მნიშვნელობა 2-1 წააგებ თუ 3-0 ს თუნდაც გერმანიასთან სატრაბახო არაფერი გაქვთ წაგების შემდეგ
Givi
18:41 28-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული