ინტერნეტკონფერენცია: დაუსვი კითხვა კახა ცხადაძეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მიერ ბოლო დროს პრესაში გაკეთებულ განცხადებებს მწვრთნელსა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას შორის გარკვეული დაძაბულობა მოჰყვა. ამავდროულად, გავრცელდა ხმები, რომ ცხადაძეს ნაკრებიდან გათავისუფლებას უპირებდნენ. მოგვიანებით ვითარებას ნათელი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მოჰფინა, რომელმაც ცხადაძეს ნდობა საჯაროდ გამოუცხადა.

საქართველოს ნაკრების თავკაცი ბოლოს თურქეთში იმყოფებოდა, სადაც "ვერდერის" ქართველი ლეგიონერის, გიორგი პაპუნაშვილის თამაშს დაესწრო ვენის "აუსტრიასთან". ცხადაძეს და მის ნაკრებს წინ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამზადისი აქვთ.

კახა ცხადაძე Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარია.

კითხვა უნდა
შედგებოდეს მაქსიმუმ 30 სიტყვისგან და უნდა იყოს ერთი, სხვა შემთხვევაში კითხვა შემოკლდება.

დასვით შეკითხვა: *

მკითხველის კომენტარები / 19 /
–#2 პრობლემა–ცენტ.თავდამსხმელი!სანაკრებო დონის სამწუხაროდ მხოლოდ მჭედლიძე(!) გვყავს,რომელსაც ხშირად ჯამრთელობის პრობლემები აქვს,თან სამი დღის ინტერვალში(შესარჩევში თამაშებს შორის) ალბათ ორ თამაშს ვერ ითამაშებს...მგონი აჯობებდა ინდივინდულაურად ძლიერი ნახევარმცველი ფორვარდად(გიორგი არაბიძე ან ჭანტურია),რომელიც ბურთს შეინარჩუნებს და გუნდს ამოწევის საშუალებას მისცემს(ან იმედი ვიქქონიოთ,რომ სექტემბრისთვის ქვილითაია,კაჭარავა მაგრად მოუმატებენ)
ზაზა ახალაია
12:27 19-01-2016
0
შეცდომა გაიპარა. უნდა ეწეროს - პატივისცემით გუჯა კახაძე
გუჯა კახაძე
12:04 19-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული