ინტერნეტკონფერენცია: დაუსვი კითხვა კახა ცხადაძეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის მიერ ბოლო დროს პრესაში გაკეთებულ განცხადებებს მწვრთნელსა და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას შორის გარკვეული დაძაბულობა მოჰყვა. ამავდროულად, გავრცელდა ხმები, რომ ცხადაძეს ნაკრებიდან გათავისუფლებას უპირებდნენ. მოგვიანებით ვითარებას ნათელი სფფ-ის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა მოჰფინა, რომელმაც ცხადაძეს ნდობა საჯაროდ გამოუცხადა.

საქართველოს ნაკრების თავკაცი ბოლოს თურქეთში იმყოფებოდა, სადაც "ვერდერის" ქართველი ლეგიონერის, გიორგი პაპუნაშვილის თამაშს დაესწრო ვენის "აუსტრიასთან". ცხადაძეს და მის ნაკრებს წინ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამზადისი აქვთ.

კახა ცხადაძე Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" სტუმარია.

კითხვა უნდა
შედგებოდეს მაქსიმუმ 30 სიტყვისგან და უნდა იყოს ერთი, სხვა შემთხვევაში კითხვა შემოკლდება.

დასვით შეკითხვა: *

მკითხველის კომენტარები / 19 /
ბატონო კახა რას ფიქრობთ თბილისის დინამოს მარხცენა მცველ გიორგი გურულზე და გამოიძახებთ თუ არა მას ნაკრებში
akakifoladashvili
15:20 18-01-2016
0
იცნობთ თუ არა გუჯა კახაძის მიერ ნაკრებისათვის შემუშავებული ენერგიის მინიმალური დანახარჯით სირბილის სწავლების მეთოდს „ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5“ და აპირებთ თუ არა მის გამოყენებას? პროექტი ბ-ნ დავით მუჯირთან დევს.
buka
15:38 18-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული