"სპორტის მინისტრმა პირადად მითხრა - შენთვის ხელფასის გადახდას არ ვაპირებო"

AutoSharing Option
დღეს, 21 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მასსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული დაძაბულობის მიზეზი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია.

ცხადაძის თქმით, მაშინ, როცა მან ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში ეროვნული გუნდის ფეხბურთელთა ფინანსურ მოტივაციაზე ისაუბრა, სპორტის მინისტრმა მას განუცხადა, რომ მის დაფინანსებას არ აპირებს. ცხადაძის თქმით, მისი შეცვლის მთავარი ინიციატორი სწორედ სპორტის მინისტრია.

"ყველაფერი დაიწყო ერთ-ერთი ტელევიზიით ტარიელ ხეჩიკაშვილის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებული განცხადებით, რომლის თანახმადაც,
უნდა დამკვიდრდეს საბონუსო სისტემა, ანუ მწვრთნელის ხელფასი უნდა შემცირდეს.

ამის შემდეგ ჩვენ ერთ-ერთ ღონისძიებაზე პრივატულად ვისაუბრეთ და მან პირდაპირ მითხრა - შენთვის ხელფასის გადახდას არ ვაპირებო.

ვფიქრობ, აქედანვე იკვეთება მინისტრის დამოკიდებულება ჩემსა და იმ ადამიანის მიმართ, ვინც უნდა, რომ ჩამანაცვლოს", - განაცხადა ცხადაძემ, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, თუ ვისი დანიშვნა შეიძლება სურდეს მის ნაცვლად სპორტის მინისტრს.

ცხადაძემ მისსა და ლევან კობიაშვილის ურთიერთობაზეც ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მის დარჩენა-არდარჩენის საკითხს ფედერაცია გადაწყვეტს.

"ჩემსა და ლევან კობიაშვილს შორის კარგი ურთიერთობაა ჩამოყალიბებული. ლევანი სუფთა ადამიანია და მესმის მისი - ფინანსურ პრობლემებს გადაწყვეტა უნდა.

თუ მთავრობა ფეხბურთის ფედერაციას გვერდში არ დაუდგა და ფინანსურად თუ არ დაეხმარა, გაუჭირდება. შექმნილ მდგომარეობაში პასუხისმგებლობა სწორედ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ეკისრება.

სამწუხაროდ, არასაფეხბურთო ადამიანს სურს შიდა სამზარეულოს არევა და დიდი იმედი მაქვს, რომ ლევანი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს. მე მას ბოლომდე დავუდგები გვერდში და მსურს, ერთად გავაკეთოთ საქმე.

არ მსურს, ჩემ მაგივრად ხვალ ვინმე მოვიდეს და კვლავ 2 წელი ლოდინი გთხოვოთ. მე დაწყებული მაქვს ეს საქმე და მისი ბოლომდე მიყვანა მსურს", - განაცხადა ცხადაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელს ჟურნალისტებმა ისიც ჰკითხეს, ესწრებოდა თუ არა მისსა და სპორტის მინისტრის შეხვედრას საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რაზეც ცხადაძემ უპასუხა, რომ კალაძე მათ შეხვედრას არ დასწრებია.  

ასევე იხილეთ:
"მე არ მივდივარ, თუ სფფ-ს კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტა უნდა, თქვას!"
მკითხველის კომენტარები / 37 /
ყოველთვის ზლიერი მთავრობა გვყავდა ამ საკითხში გაშვებაში და თითის შვერაში, სირცხვილია ცხადაძის ბრალი ყოფილა საქართველო რომ ეკონომიურ კრიზისშია. დარწმუნებული ვარ სპორტის მინისტრმა 75% ნაკრების ფეხბურთელის სახელი არ იცის. აბა თქვენ იციდ ეგ იმედიც გათელეთ რაც ამ კაცმა დაგვანახა.. მიმიფ..ბია ტქვენს ლოგიკაზე მცხვენია რომ ასეთი ქართველები მართავთ სპორტს!!
ჩორნა
22 იანვარი 2016 01:36
0
qutaiseli
მე არაფერი არ მელანდება ბიჭო)) დასაბუთებულად გითხარი შენი კომენტარიდან გამომდინარე შენთვის ახალი ამბავია 200 მილიონი რომ უნდა ჩაედო ფედერაციას რაგბში როგორც ხდება ძალიან კარგათ ვიცი მოედნები აუშენეს და მსოფლიოს ჩემპიონატამდე შეკრებისთვის გამოუყვეს დამატებით ფულიიი)))))) და არ ადევნებ დაპირებებს თვალყურს?!! კალაძე არ ამბობდა ზუსტად 200 მილიონს ჩაიდება არჩევნები რომ მორჩებაო დაგავიწყდა დაპირებებიი "მეგობარო"
_svani_
22 იანვარი 2016 01:23
0
svani მერავიცი შენ რა გელანდება მაგრამ არავის უთქვამს რო სახელმწიფო ფეხბურთში ბიუჯეტის ხარჯზე ჩადებდა ფულს ეგარი დემაგოგია და ტყუილი ეს შეიძლება ყოფილიყო ფეხბურთის განვითარების ფონდი აი როგორც რაგბში ხდება და არა ისე ფედრაციის მესვეურები რო იყვნენ მიჩვეული ფულის ფლანგვას და არაფლის კეთებას დადე პროგრამა რა უნდა ააშენოს და რაუნდა გააკეთოს ფონდნა და მორჩა დაარა ისე ფული მომე ფული მომე დამთავრდა და აღარ დაბრუნდება.
qutaiseli
21 იანვარი 2016 23:34
0
რა თქმა უნდა! რაში უნდა გდაუხადოს სახელმწიფომნაკრების ნმწვრთნელს ამდენი ხელფასი? სად ააქვს საქართველოს სახელმწიფოს ამის საშუალება?! მე მგონი ეს ფეხბურთის მოყვარულები ანამენეზში არიან?! უზარმაზარი ხელფასები რომ ვუხადეთ ყოფილ მწვრთნელებს ამან რაიმე დადებითი შედეგი გამოიღო, ნაკრებს სათანადო შედეგები ჰქონდა?! არა და არა!!! მაშ რაღად წამოიჭრა ეს საკითხი თავიდან?!
არჩილ ხოფერია
21 იანვარი 2016 22:55
0
ბონუს სისტემაზე მწვრთნელის დასმამ ქართულ რეალობაში შეიძლება ცუდი შედეგები გამოიღოს და არ მგონია სწორი. სხვა საქმეა, რომ საქართველოს ნაკრები არ იმსახურებს მწვრთნელს მილიონი წლიური ხელფასით. მწვრთნელის ხელფასი უნდა იყოს დაახლოებით იმდენი რამდენიც საუკეთესო ქართული კლუბის მწვრთნელს აქვს.
giorgi
21 იანვარი 2016 22:37
0
ხალხი შIმშIლობს ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.რატომ უნდა მივცეთ ამ არაფრისმაქნის ზარმაცებს მილიონები გამაგებინეთ ,რატომ?! 22 ... აგორებს ბურთს აქეთ იქით და ამაში უნდა მივცეთ ჩვენი ნაწვალები?! ორ წინადადებას ვერ გადააბამენ ერტმანეთს.ფეხბურთის გარდა არაფერი არ შეუძლიათ,არაფერი.გაუნათლებელი,ანაბანის არმცოდნე ხალხია.მეტი ფული რაგბის.მებრძოლ,ჯანმრთელ და შრომისმოყვარე თაობას ზრდიან,ფეხბურთი კი მობლატავე მსმელ(ლოთ) და თავში ავარდნილ ბიცჰუკელებს ზრდის.კომენტარი არ დაბლოკო ადმინ.
giorgi
21 იანვარი 2016 22:16
0
qutaiseli
ეჰჰ მერე რაგბში რომ ჩადო ფული ფეხბურთმა რა დააშავა ხომ ამბობდა მთავრობა 200 მილიონი უნდა ჩავდოთო ფეხბურთში ხომ წავიდა არველაძე ვინგა დარჩა "ნაციონალი" ყველგან რომ ნაციონალები გელანდებათ სად არის ეს 200 მილიონი??!!
_svani_
21 იანვარი 2016 21:40
0
120 ათასის თუ რამე გააკეთა ცხადაძემ ან თუ გააკეთებს მარა იცის რო ვერ გავა მე 3 ზე ფულის საქმეს აგვარებს ეხლა ვინც იცავთ შედეგი რო ვერ დადოს მერე ყველა წამოაძახებთ ამიტო ბონუს სისტემას დათანხმდეს
xalxs
21 იანვარი 2016 21:30
0
რო ივანიშვილი არა რაგბი ეხლა იქნებოდა ფეხბურთზე უარეს დღეში რა ოცნება რის ოცნება აქ ზოგიერთი იმდენს იზამს რაგბი ფეხბურთს გაასწრებს მალე გაფარჩაკებაში.ნიჟარაძე რო ნიჟარაძეა ისიც კი აღიარებს რომ არა ივანიშვილი რაგბი ამ დონეზე ვერიქნებოდა თორე მიხუას და მის ზომბებს ფულის მეტი რაქონდათ დააქვთ ვერ მიხედენ სპრტს მერე კეზერა და ჯამაათი სამაგიეროდ მილიონებს ვეღარ იშოვიდენ და ვეღარ იყიდიდენ თავისუფლებას საბერძნეთში.უმადურობის და დაუნახობის ზეიმია რა ამ ქვეყანაში.ისე ვისაც ივანიშვილის ნაკეთები საქმე ეთაკილება თვითონ გააკეთოს იმის მესამედი და მერე არიგოს სხვას ჭკუა ეგრე აჯობებს ფულის მეშოკების მეტი რარის ამ ქვეყანაში მაგრამ სუფთა საღორეთია რასაც ქვია რა ბიზნესი რა პატრიოტიზმი აქ უბრალოდ თითის გაშვერა უყვართ სხვისკენ ოღონდ მეარ შემეხონო კაი რა დაგვანებთ თავი და იმას მაინც ნუ გააქცევთ ვინც რაღაცას აკეთებს.
qutaiseli
21 იანვარი 2016 21:18
0
ეტყობა "სალლერის" სპოტულების ჩაცმაზე არ თანხმდება ცხადაძე და .... პანღური :-)
ჯ.ს.
21 იანვარი 2016 20:10
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული