"ნაკრებში რომ მოვედი, ჩემი ინიციატივით, პირველი 6 თვე უფასოდ ვიმუშავე - ერთი თეთრიც კი არ ამიღია. მე ასე ვთვლიდი სწორად - იმ 6 თვეში არანაირი თანხა არ მეკუთვნოდა. როცა ხელფასზე გადავედი, წინამორბედი მწვრთნელებისგან განსხვავებით, 60%-ით შევიმცირე ხელფასი.
ნაკრებში მუშაობა ნაყოფიერად დავიწყეთ, ფეხბურთელებს დაკარგული ოპტიმიზმი დავუბრუნეთ, ფსიქოლოგიურად გამოვიყვანეთ იმ მდგომარეობიდან, რომლებშიც იმყოფებოდნენ.
დღეს ჩემი შეთავაზება ფეხბურთის ფედერაციის მიმართ არის ის, რომ
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თანახმა ვარ, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ამ სისტემას ავყვე, რადგან ჩემი გუნდის მჯერა. მჯერა, რომ ისინი მინიმუმ მესამე ადგილზე გავლენ და ის 25% დამიბრუნდება", - თქვა ცხადაძემ.
ეროვნული ნაკრების თავკაცმა კონტრაქტში არსებულ ერთ-ერთ პუნქტზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მას დამატებით ხელფასის 30% ერგებოდა.
"კონტრაქტის მიხედვით, თუ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდით, ხელფასის 30% დამატებით მერგებოდა. მე ჩემს ფეხბურთელებს პირობა მივეცი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში ეს 30% მთლიანად მათი იქნებოდა", - განაცხადა ცხადაძემ.
შეგახსენებთ, რომ ნაკრების წინა მწვრთნელის, თემურ ქეცბაიასა და მისი სამწვრთნელო შტაბის ყოველწლიური ხელფასი 2 500 000 ლარს შეადგენდა. არაოფიციალური მონაცემებით, ქეცბაიას ყოველთვიური ხელფასი, 30%-ით შემცირებამდე, 200 ათას ლარს აღემატებოდა...