რამდენი იყო ბოლო დრომდე კახა ცხადაძის ხელფასი საქართველოს ნაკრებში?

AutoSharing Option
დღეს, 21 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც თავის ხელფასზეც ისაუბრა.

"ნაკრებში რომ მოვედი, ჩემი ინიციატივით, პირველი 6 თვე უფასოდ ვიმუშავე - ერთი თეთრიც კი არ ამიღია. მე ასე ვთვლიდი სწორად - იმ 6 თვეში არანაირი თანხა არ მეკუთვნოდა. როცა ხელფასზე გადავედი, წინამორბედი მწვრთნელებისგან განსხვავებით, 60%-ით შევიმცირე ხელფასი.

ნაკრებში მუშაობა ნაყოფიერად დავიწყეთ, ფეხბურთელებს დაკარგული ოპტიმიზმი დავუბრუნეთ, ფსიქოლოგიურად გამოვიყვანეთ იმ მდგომარეობიდან, რომლებშიც იმყოფებოდნენ.

დღეს ჩემი შეთავაზება ფეხბურთის ფედერაციის მიმართ არის ის, რომ
დავიკლოთ ხელფასის 25 პროცენტი, შესარჩევ ეტაპზე მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი ეს თანხა უკან დამიბრუნდეს. ამის შესახებ ვესაუბრე ლევან კობიაშვილსაც.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ: თანახმა ვარ, ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ამ სისტემას ავყვე, რადგან ჩემი გუნდის მჯერა. მჯერა, რომ ისინი მინიმუმ მესამე ადგილზე გავლენ და ის 25% დამიბრუნდება", - თქვა ცხადაძემ.

ეროვნული ნაკრების თავკაცმა კონტრაქტში არსებულ ერთ-ერთ პუნქტზეც ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მას დამატებით ხელფასის 30% ერგებოდა.

"კონტრაქტის მიხედვით, თუ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდით, ხელფასის 30% დამატებით მერგებოდა. მე ჩემს ფეხბურთელებს პირობა მივეცი, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში ეს 30% მთლიანად მათი იქნებოდა", - განაცხადა ცხადაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნაკრების წინა მწვრთნელის, თემურ ქეცბაიასა და მისი სამწვრთნელო შტაბის ყოველწლიური ხელფასი 2 500 000 ლარს შეადგენდა. არაოფიციალური მონაცემებით, ქეცბაიას ყოველთვიური ხელფასი, 30%-ით შემცირებამდე, 200 ათას ლარს აღემატებოდა...
მკითხველის კომენტარები / 9 /
ცხადაძე საზღვარგარეთ მუშაობდა ჩვენებმა მოიწვიეს და კონტრაქტიც გაუფორმეს. კაცმა წინამორბედს კი არ უკბინა თქვა ხელფასი 60% შევიმცირეო ამას გარდა კიდე -25% თანხმდება( როცა კანონით აქვს უფლება შეპირებული მოითხოვოს) და რაღას ფხაკურობთ ამისთვისაც და განსაკუთრებით პოზიტიური დასაწყისისთვის შექებას იმსახურებს ცხადაძე.
ირაკლი
15:13 22-01-2016
0
ქეცბაიას ვინ კბენს?! კაცმა სიმართლე რომ თქვას უხდება წინამორბედის გახსენება ხელფასის 60% რო მოიკლებ არაა პატარა საქმე. აშკარაა გუნდში პოზიტიური ძვრები შემტევ ფეხბურთზე გადავედით და ესეც რომ არაფერი ბრმად ცხადაძეს რას ადანაშაულებთ კაცი საზღვარგარეთ მუშაობდა ჩვენებმა მოიწვიეს და კონტრაქტიც დაუდეს და იმ 25%ის მოკლების შეთავაზებისთვისაც მადლობა ეკუთვნის კახას.
ირაკლი
15:07 22-01-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული