მინისტრმა ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მას ცხადაძის შემცვლელი ჰყავს შერჩეული, აბსურდი უწოდა და დასძინა, რომ კახას მიმართ მას პიროვნული პრობლემები არ აქვს და საუბარი მხოლოდ ფინანსებზეა.
"ის, რომ თითქოს სხვა მწვრთნელი მყავს შერჩეული, აბსურდული ბრალდებაა და კახასგან ძალიან მიკვირს. ძალიან ცუდია, რომ იმ ინსტიტუტებსაც კი არ სცემს პატივს,
მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ და მინდა საზოგადოებამ სრულად გაიგოს ეს: პიროვნულად და პერსონალურად კახა ცხადაძისადმი არანაირი პრობლემა არ მაქვს. არ მაქვს პრობლემა არც მის კომპეტენციასთან, არც მის წარსულთან, არც როგორ პროფესიონალთან და რატომ გადააქვს კახას ეს ყველაფერი პიროვნულ კონტექსტში, არ მესმის.
მის მიერ დაანონსებულ იმ ორ წუთიან შეხვედრაზე, მე ცხადაძეს ჩემი პოზიცია პირდაპირ დავუფიქსირე. მე მას განვუმარტე, რომ საკითხი არა მხოლოდ მას, არამედ ყველა მწვრთნელს ეხებოდა, თუმცა გადაწყვეტილებას მე არ ვიღებდი - საბოლოო სიტყვა ლევან კობიაშვილს და აღმასკომს ეთქმოდათ. მე მხოლოდ ჩემი პირადი პოზიცია დავაფიქსირე, რასაც მოჰყვა ეს საუბრებიც.
პირველივე დღიდან, როცა მოვედი და როცა ფეხბურთის ფედერაციის სათავეში ჯერ კიდევ ზვიად სიჭინავა იდგა, ფედერაციამ გადმოგვიგზავნა განაცხადი მთავარი მწვრთნელის ანაზღაურებაზე. ჩვენ მაშინ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ 120,000-ს თვეში მწვრთნელს არ ავუნაზღაურებდით. ეს არ არის ბოლოდროინდელი მოვლენა - მაშინ არავის პროტესტი არ გამოუცხადებია.
ბოლო-ბოლო, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტიდან მწვრთნელებმა მილიონები წაიღეს და შედეგი არის ნული, რაში ვხარჯოთ ფული? შედეგზე თუ იქნებიან მოტივირებულნი, უფრო მეტ გასამსჯელოს მიიღებენ და როცა ადამიანს შედეგის ეშინია, ეს ყველაფერი ბევრ კითხვას აჩენს", - განაცხადა სპორტის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მასსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის არსებული დაძაბულობის მიზეზი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია.
უაზროდ გადაყრილმა მილიონებმა სადამდე მიგვიყვანა ყველამ კარგად ვიცით.
შეირგეთ სადაც ზიხართ ბატონო მინისტრო