"ყველა გადაწყვეტილება იყო ჩემი და ჩემი გუნდის და ასე იქნება მომავალშიც"

AutoSharing Option
დღეს, 23 იანვარს, "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ეროვნულ ნაკრებსა და მისი მწვრთნელის კახა ცხადაძის ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


"ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. დღევანდელი დაპირისპირება ქართულ ფეხბურთში არის მხოლოდ და მხოლოდ კახა ცხადაძის ბრალი.

ჩემსა და კახას შორის მოლაპარაკებები მის კონტრაქტთან დაკავშირებით თვეზე მეტი მიმდინარეობდა. მე მას ვეუბნებოდი და ამას ვერ უარყოფს, რომ მსურდა გვერდში
დამდგომოდა, ვთხოვდი, დათანხმებულიყო, რასაც ვთავაზობდი, მაგრამ მისგან ყოველთვის კატეგორიული უარი იყო.

ბოლო ჩვენი შეხვედრა მისი პრესკონფერენციის წინა საღამოს ფეხბურთის ფედერაციაში შედგა, სადაც მე მას კიდევ ერთხელ, დეტალურად ავუხსენი, თუ რას ვთავაზობდი.

მან იცოდა, რომ მომდევნო ორი დღე საქართველოში არ ვიქნებოდი და იმ საღამოს შემდეგ, როდესაც ტელეფონზე ვესაუბრე ბოლოს, ჩემსა და მას შორის კონტაქტი გაწყდა - არც ჩემს ზარებს პასუხობდა, არც - შეტყობინებებს. მგონი, იმდენ პატივისცემას მაინც ვიმსახურებ, რომ ზარს უპასუხოს.

ჩემთვის ძალიან გულდასაწყვეტია, რომ ცხადაძე თვლის, თითქოს სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად არ იღებს და ამას სხვა აკეთებს.

ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, რომ 3 ოქტომბრის შემდეგ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, იყო ჩემი და ჩემი გუნდის და ასე იქნება მომავალშიც. სხვა ჩვენს საქმეში ვერ ჩაერევა და ჩვენს ნაცვლად გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებს", - განაცხადა კობიაშვილმა.

ასევე იხილეთ:
ყველაფრის თავიდათავი არის მინისტრი... კახა ცხადაძის პრესკონფერენცია
ტარიელ ხეჩიკაშვილი: პროცენტებით რომ ლაპარაკობს ცხადაძე, თქვას ზუსტად, რამდენი აქვს ხელფასი
მკითხველის კომენტარები / 23 /
ერთი მითხარი, ვისაც ამათი პოლიტიკა არ მოწონს, ყველა დომენტის მომხრეა?
quTaiselo
13:25 25-01-2016
0
ფეხბურთელების საქმე არ არის ეს და გთხოვთ ნუ უბიძგებთ ბიჭებს შემდეგში გამოუსწორებელი შცდომებისკენ.
misha-ს
12:50 25-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული