გიორგი ნავალოვსკი: უფლება არც მაქვს, ცხადაძეს გვერდში არ დავუდგე

AutoSharing Option
ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ნავალოვსკი ეროვნულ ნაკრებში მიმდინარე მოვლენებით შეწუხებული და კახა ცხადაძის შესაძლო წასვლით გულდაწყვეტილია.

"მე ახლა საქართველოში არ ვარ და ზუსტად არც ვიცი, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გარშემო რა ხდება. არც არავის ვადანაშაულებ, მაგრამ ნაკრების წევრი ვარ და მსურს, პოზიცია დავაფიქსირო - საქართველოში ყველამ დაინახა, რომ კახა ცხადაძე ნაკრებში კარგად მუშაობდა, მისი წინსვლისთვის ბევრი რამ გააკეთა და გუნდში ატმოსფერო საგრძნობლად შეცვალა.

ისიც აშკარაა, რომ მისი მუშაობის შედეგად, გულშემატკივრებს ნაკრებისკენ გული მოუბრუნდათ და დიდი იმედი გაუჩნდათ. ამიტომ მას
გვერდში ვუდგავარ და მიმაჩნია, რომ ნაკრებისთვის მისი დარჩენა აჯობებს", - ამბობს ნავალოვსკი.

გიორგი ცხადაძის მიმართ მადლიერებას არ მალავს:

"ეროვნული გუნდისთვის ნავალოვსკი დავიწყებული იყო, არავის ვახსოვდი, "ლელოს" და ორიოდე ჟურნალისტს თუ არ ჩავთვლით. სწორედ ამ დროს ჩემით კახა დაინტერესდა, იმდენი ქნა, რომ საქართველოს პასპორტის პრობლემა სასწრაფოდ მოგვარდა და ნაკრებს დავუბრუნდი.

ეს ჩემთვის იმდენად დიდი სიხარული იყო, ამის გადმოცემა შეუძლებელია.

არავის ვერჩი და არც ვაკრიტიკებ. ისე არავინ გაიგოს, თითქოს, კობიაშვილსა და ფედერაციას ვუპირისპირდები. ელემენტარულად, ადამიანურად, უფლება არც მაქვს, სხვაგვარად მოვიქცე და კახას გვერდში არ დავუდგე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ხალხი არ სდუმს არ ბეჭდავენ უვიცობისა გამო და ძალაუფლებით გაბრიყვებულნი,"საჯაროების წყაროთა სათავეების ონკანს მიტმასნილ-ჩაბღაუჭებულნი"! შედეგის დაუდებლად არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ იძლევიან დივიდენდებს თუ "ვიღაც ვიღაცეები" ხელს არ ითბობენ,თუ კორუფციული შემადგენელი არ არსებობს ხელისუფლებებში და ხალხისვე ნაოფლარი არ იფლანგება,რაო?ქართულ ფარლამენტში არაფრისმაქნისები რომ იღებენ ბონუსურ ფრემიებს ქვეყნის საშემავლო გადასახადებიდანმ ეგაა? კაცობა "სამშობლოს სიყვარული"? და რა?ართული ეროვნული სფორტი მსოფლიოში მოწინავე ფოზიციებზეა და ნებისმიერ სფეროში გარჯისას" წელებზე ფეხს ვიდგავთ-სამშობლოს სიყვარულისა გამო",თუ ქართველობით ვჯობივართ ვინმე,რეალურ ბრძოლებში ჯახისას და არა სფორტულ, თუნდაც "სამკვდრო-სასიცოცხლო "გეიმებში "შეტაკებებისას",ალლად,სათანადოდ აუნაზღაურებლად სახელმწიფოს მხრიდან დამათ გაუბედურებულ,დაობლებულ ოჯახებს სიღარიბის ზღვარზე მყოფთ,ქვეყნისათვის დაცემულ ღიმილის ბიჭებს.გავერთიანდეთ ვიქართველოთ...რორორც გვიჭირდეს ..დღეს დღეობით იმნაირად ავინაზღაუროთ გარჯა...ისე გვიხინდესო,ქართულად ურთიერთთანადგომით ვერც ვერავინ "მოგვერევა" სფორტშიც და ყველაფერშიც და ადამიანურადაც ძლიერები ვიქნებით დამარცხებელნი სხვათა მიერ.
M.Z Great London
12:00 26-01-2016
0
გატუზოს რა მაგრად გავს :D
1234
11:51 26-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული